FM97.5 / LIVE

მადათაფას და ბუღდაშენის ტბები საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების სიაში შევიდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 07.10.2020
საქართველოს წარდგინებით, ჭარბტენიანი ტერიტორიების შესახებ (რამსარის) კონვენციის სამდივნომ მადათაფას და ბუღდაშენის ტბები საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების სიაში შეიტანა. ორი ახალი ”რამსარის ტერიტორია” მნიშვნელოვანია რეგიონის ბიოლოგიური მრავალფეროვნებისთვის და განსაკუთრებით ფრინველებისთვის, რომლებიც აღნიშნულ ტბებს მიგრაციის დროს იყენებენ. კერძოდ, ტბები მდებარეობს აფრიკა-ევრაზიის სამიგრაციო გზაზე.

მადათაფას და ბუღდაშენის ტბები საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების სიაში შევიდა

ბუღდაშენის ტბაზე გავრცელებულია 19-მდე ენდემურ მცენარეთა სახეობა და იგი მნიშვნელოვანია მრავალრიცხოვანი ფრინველთა სახეობებისთვის მათი მიგრაციისა და გამრავლების პერიოდში. ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში კლდოვანი კუნძული განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადგილია სხვადასხვა წყლის ფრინველებისთვის, მათ შორის გადაშენების პირას მყოფი ველის პრანწიასთვის (Vanellus gregarius) და ეროვნულ დონეზე მოწყვლადი ვარდისფერი ვარხვისთვის (Pelecanus onocrotalus). ტერიტორია ასევე მნიშვნელოვანია ქვეყნის მასშტაბით მოწყვლადი წითელი იხვისთვის (Tadorna ferruginea) რომელიც ამ ტერიტორიაზე მრავლდება.

მადათაფას ტბა მნიშვნელოვანია 200 – ზე მეტი ფრინველის სახეობისთვის, რომელთაგან მრავალს საფრთხე ემუქრება, ასეთებია: გარიელი (Melanitta fusca), ველის პრანწია (Vanellus gregarius), ქოჩორა ვარხვი (Pelecanus crispus) და წითელთავა ყვინთია (Aythya ferina). ტბა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეროვნულ დონეზე გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი რუხი წეროსთვის (Grus grus), რომე
ლიც მადათაფას ტბაზე საერთაშორისო მნიშვნელობის რაოდენობით გვხვდება.

ყოველივე ზემოაღნიშნული ტბებს ფრინველებზე დაკვირვებისათვის პოპულარულ ადგილად აქცევს.

ამჯერად საქართველოში 4 რამსარის ტერიტორიაა: ცენტრალური კოლხეთის ჭარბტენიანი ტერიტორიები, ისპანის ტორფნარები, მადატაფას და ბუღდაშენის ტბები.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მადლობას უხდის ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის წარმომადგენლობას და სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს - ნაკრესს, ჯავახეთის ტბების საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების სიაში შეტანისათვის გაწეული მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ჯავახეთის ორ ტბას საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ტერიტორიების სიაში შეიტანენ
ვარხვები მადათაფას ტბაზე [ფოტო]
ჯავახეთის ტბები შემოდგომით [ფოტო]
ჯავახეთის ეროვნულ პარკში ვარდისფერი ფლამინგო იპოვეს
ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა ჯავახეთის და ტბა არპის დაცულ ტერიტორიებს შორის
ბუღდაშენის აღკვეთილი [Photo]
ჯავახეთში ორ ტბაზე ხელოვნური კუნძულების გაკეთება იგეგმება