FM97.5 / LIVE

სკოლებში ჟურნალები გაუქმდება, იქნება მხოლოდ ელექტრონული წარმოება – მინისტრის ბრძანება

მთავარისიახლე, განათლება 08.09.2020
სკოლები ელექტრონული ჟურნალის წარმოებას მიმდინარე წლიდან დაიწყებენ, მომავალი წლიდან კი ციფრული ჟურნალების წარმოება სავალდებულო გახდება. განათლების მინისტრის ბრძანება ცვლილებების შესახებ უკვე ძალაშია.

სკოლებში ჟურნალები გაუქმდება, იქნება მხოლოდ ელექტრონული წარმოება – მინისტრის ბრძანება

ბრძანების მიხედვით, ელექტრონული ჟურნალი მასწავლებლებმა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS.ge) ელექტრონულ პლატფორმაზე უნდა აწარმოონ.

„იმ შემთხვევაში, თუ საჯარო ან კერძო სკოლის ყველა მასწავლებელს არ აქვს შესაბამისი პირობები (კომპიუტერული მოწყობილობა/ინტერნეტი), სკოლა ყოველდღიურად აგრძელებს ჟურნალის წარმოებას და ყოველი კვირის ბოლოს მასწავლებლები შეიტანენ დასწრებისა და შეფასებების შესახებ ინფორმაციას ელექტრონული ჟურნალის პლატფორმაზე, რისთვისაც უნდა გამოიყენონ საჯარო/კერძო სკოლის რესურსი (კომპიუტერული მოწყობილობა/ინტერნეტი)“ – ვკითხულობთ ბრძანებაში.

2021-2022 წლიდან ჟურნალები გაუქმდება და მოსწავლეებს აღრიცხავენ მხოლოდ ელექტრონული ფორმით. 2020-2021 სასწავლო წელს კი „ჟურნალსა და ელექტრონულ ჟურნალში არსებული მონაცემების შეუსაბამობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ჟურნალში არსებულ ინფორმაციას“.

ბოლო ინფორმაციით, სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, მოუწევთ სავალდებულო რეკომენდაციების შესრულება.





[რობი ზარიძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საჯარო სკოლებში სწავლა 14 სექტემბერს დაიწყება
საჯარო სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება
სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება

რეკომენდაციების დარღვევის შემთხვევაში სკოლები დაიხურება – ტიკარაძე
საჯარო სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება
განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს
პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყო