FM97.5 / LIVE

2013 წელს ახალციხის ციხემ ვიზიტორებისგან ნახევარ მილიონამდე ლარი მიიღო

მთავარიეკონომიკა 04.12.2013
2013 წლის 1 იანვრიდან ნოემბრის ბოლომდე ახალციხის ციხემ ვიზიტორებისა და გიდების მომსახურებისგან ჯამში 494 271 ლარი მიიღო.

2013 წელს ახალციხის ციხემ ვიზიტორებისგან ნახევარ მილიონამდე ლარი მიიღო
1 იანვრიდან ნოემბრის ბოლომდე ახალციხის ციხეს 127 698 ვიზიტორი ესტუმრა. ამათგან, 103 611 ადგილობრივი და 17 164 უცხოელი.

2013 წელს ახალციხის ციხემ ვიზიტორებისგან ნახევარ მილიონამდე ლარი მიიღოახალციხის ციხის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ყველაზე მეტი ვიზიტორი ციხეს ივნისის და აგვისტოს თვეებში სტუმრობდა.

ივნისში ციხეს 39 128 მნახველი ჰყავდა, აქედან, 36 679 ადგილობრივი და 2449 უცხოელი. ივლისში მნახველთა რაოდენობამ 17 529-მდე დაიკლო, 14 137 ადგილობრივი და 3 392 უცხოელი, აგვისტოში კი ამ რიცხვმა - 23 670 შეადგინა. სექტემბრიდან მნახველების რაოდენობა იკლებს. ყველაზე ნაკლები ვიზიტორი ციხეს 2013 წლის თებერვალში ჰყავდა - 1 511, აქედან, 1 304 ადგილობრივი და 207 უცხოელი.

2013 წელს ახალციხის ციხემ ვიზიტორებისგან ნახევარ მილიონამდე ლარი მიიღო2013 წელს ვიზიტორებიდან ციხემ 451 861 ლარი მიიღო. ამას გარდა 42 410 ლარი მიიღო ციხემ გიდების მომსახურებითაც.

გასულ წელს, გახსნის დღიდან, 2012 წლის 16 აგვისტოდან დეკემბრის ბოლომდე, ციხეს 82 548 ვიზიტორი ჰყავდა. ყველაზე მეტი მნახველი ოქტომბერში დაფიქსირდა - 27 483, ყველაზე ნაკლები დეკემბერში - 2 171. რამდენი ადგილობრივი ტურისტი იყო და რამდენი უცხოელი, გასულ წელს, ციხეში, ეს ინფორმაცია ცალ-ცალკე არ აღურიცხავთ.

2013 წელს ახალციხის ციხემ ვიზიტორებისგან ნახევარ მილიონამდე ლარი მიიღოგასულ წელს ვიზიტორებისა და გიდების მომსახურებით ციხემ 242 190.50 ლარი მიიღო, 225 960.50 ლარი ვიზიტორებისგან და 16 230 გიდების მომსახურებით.

2012 და 2013 წლების ბოლო ხუთი თვის (აგვისტო-დეკემბერი) მონაცემებს თუ შევადარებთ, (შეგახსენებთ ციხე 2012 წლის აგვისტოდან ამოქმედა) წელს ვიზიტორების რაოდენობა დაკლებულია.

რაც შეეხება უცხოელ ტურისტებს, ახალციხის ციხეს 2013 წელს ყველაზე მეტი ვიზიტორი ისრაელიდან ესტუმრა. შემდეგ მოდის: პოლონეთი, თურქეთი, რუსეთი და უკრაინა.

2013 წელს ახალციხის ციხემ ვიზიტორებისგან ნახევარ მილიონამდე ლარი მიიღო

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ციხეს 2019 წელს 159 828 ვიზიტორი ესტუმრა
“ახალციხის ციხეს“  2017 წელს 141 591 ვიზიტორი ჰყავდა
2018 წელს ‘ახალციხის ციხეს’ 152 752 ვიზიტორი ესტუმრა
ახალციხის ციხეს ივნისში 25 695 ვიზიტორი ჰყავდა
ახალციხის ციხემ 2018 წელს 900 000 ლარამდე შემოსავალი მიიღო
„ახალციხის ციხეს“  გასულ  წელს 37 000–ზე მეტი უცხოელი ტურისტი ესტუმრა
ახალციხის ციხემ  8 თვეში 800 000 ლარამდე შემოსავალი და 11 6475 ვიზიტორი მიიღო