FM97.5 / LIVE

გედევან ფოფხაძე – საარჩევნო პროცესში ძალოვნები ისევ ჩაერევიან

მთავარისიახლე, საზოგადოება 02.09.2020
ბორჯომისა და ასპინძის დამოუკიდებელი დეპუტატი, გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ „საარჩევნო კოდექსში” ცვლილებების შეტანა „თვალებში ნაცრის შეყრას“ უფრო ჰგავს, რადგან ამომრჩეველზე ზეწოლაში მხილებულ პირებიდან დღემდე არცერთი დასჯილა. მისი თქმით, სუს-ის თანამშრომლები საარჩევნო პროცესებში აქამდეც ერეოდნენ და მომავალშიც გააგრძელებენ.

გედევან ფოფხაძე – საარჩევნო პროცესში ძალოვნები ისევ ჩაერევიან

დღეს, ორ სექტემბერს პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში” შესატან საკანონმდებლო პაკეტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტის მიხედვით, ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის აკრძალვასთან დაკავშირებული დარღვევები სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

ფოფხაძის განცხადებით, მხოლოდ კანონის გამკაცრება ამომრჩეველზე ზეწოლას და მუქარის ფაქტებს არ შეამცირებს, ამისთვის უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.

„ჩვენ გვახსოვს 2012 წლის ოქტომბერი, ღამე არ გადიოდა, რომ ჩვენი აქტივისტი არ ყოფილიყო საავადმყოფოში. ყველა ღამეს იყენებდა სააკაშვილის შტაბი ბორჯომის რაიონში რომ ეძალადა ჩვენს მომხრეებზე, არცერთი ფაქტი შემდგომ არ გამოძიებულა და არავინ არ დასჯილა, თუ ჩვენ არავის ვსჯით, რატომ ვამტკიცებთ ამ კანონებს?!“, – აცხადებს ფოფხაძე.

მისი თქმით, მსგავსი ფაქტები მოხდა, 2014–16 წლებშიც „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდშიც, თუმცა არც ამ დროს დასჯილა ვინმე.

“მინდა გაგახსენოთ 2014 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გაჩნდა ისეთი ფენომენი, როგორიც იყო საინიციატივო ჯგუფით 42-ე ნომრების დაინიცირება არჩევნებში, რომელთაც უშიშროება ეხმარებოდა არჩევნებში კოალიციის სხვა სუბიექტების წინააღმდეგ. 2016 წელს ძალიან ბევრი მაჟორიტარის წინააღმდეგ, რომელიც “ქართული ოცნების” ყველა წევრისთვის არ იყო მისაღები, უშიშროებამ იმუშავა. ძალიან კარგად ვიცით, რომ ისევ იქნება ძალოვნების ჩარევა საარჩევნო პროცესში. ამ კანონით ნუ შევაყრით ერთმანეთს და ამომრჩეველს თვალში ნაცარს, იმიტომ რომ წინასაარჩევნოდ ასეთი ქცევა, კიდევ უფრო აშორებს ერთმანეთს ადამიანებს, საზოგადოებას ერთმანეთს აპირისპირებს და ქმნის იმის ილუზიას, თითქოს ვიღაცას მართლა უნდა სამართლიანი არჩევნების ჩატარება.

თუ გინდათ სამართლიანი არჩევნების ჩატარება, მაშინ უნდა გველაპარაკა მექანიზმებზე. სხვა შემთხვევაში საუბარი იმაზე, თუ როგორ უნდა დავიცვათ ჩვენ ამომრჩეველი ზეწოლისაგან კანონის გამკაცრებით, ჩემთვის გაუგებარია. თუ არავინ არ დასჯილა, თუ არავისთვის პასუხი არ მოუთხოვიათ, რა ფორმით გინდათ, მარტო სასჯელის გამკაცრებით შეაფერხოთ ზეწოლა და ძალადობა“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

„ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა მოუწოდა მმართველ გუნდს, რომ დასაჯონ ის პირები, რომლებიც წინასაარჩევნოდ მასწავლებლებზე, ბაღისა და ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლას ახდენენ.

„თუ მაინც და მაინც ჩვენი, ოპოზიციის დასჯა გინდათ და თუ გგონიათ, რომ ჩვენ ვაპირებთ ვინმეს ზეწოლას ეს არის აბსურდი. ეს კანონი რეალურად არაფერს არ ცვლის, თუ ეს უცხოელი პარტნიორებისთვის კეთდება მაშინ უფრო არსებითი მოვიფიქროთ. ის ძალოვნები, რომლებიც ამას ჩადიან დავსაჯოთ და დავანახოთ ყველას რომ ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს. ჯერ ხომ ამის პრეცენდენტი არ შექმნილა. მე ვერ დავიჯერებ, რომ თქვენ, პარლამენტის წევრებმა არ იცით, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ხდება და უშიშროება არის საარჩევნო პროცესში ჩარეული, იმიტომ რომ ერთად ვიყავით და ეს პროცესი ერთად გამოვიარეთ. უშიშროების თანამშრომლები ერევიან საარჩევნო პროცესში და სოსო გოგაშვილი [სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე] პარტიების საქმიანობაში იყო საუბარი. კონკრეტულ ფაქტებს გეტყვით, მაგრამ არა ტრიბუნიდან. მოგიწოდებთ, თუ გინდთ საარჩევნო პროცესი იყოს დემოკრატიული ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთთან ისე ვისაუბროთ, რომ ეს ვუზრუნველყოთ. თუ ამ კანონს მიიღებთ მინუსს ჩაიწერს ქართულ ოცნება“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

კანონპროექტი უმრავლესობის წევრების რატი იონათამიშვილისა და გურამ მაჭარაშვილის ავტორობით მომზადდა. რის მიხედვითაც აკრძალულია ამომრჩევლის იძულება, დაშინება და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა. აღნიშნული ქმედება იწვევს დამრღვევის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.

გედევან ფოფხაძემ "ქართული ოცნება" 2019 წლის თებერვალში დატოვა. იგი 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის“ სახელით იბრძოლებს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გედევან ფოფხაძე სადგერის, ტბისა და ცემის სოფლების მოსახლეობას შეხვდა
გედევან ფოფხაძე საკირის, ჭობისხევისა და ჩითახევის მოსახლეობას შეხვდა [R]
გედევან ფოფხაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს [R]
გედევან ფოფხაძე ამომრჩეველს შეხვდა [R]
გედევან ფოფხაძე ‘ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის’ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია
გედევან ფოფხაძე 'ოცნებას' ტოვებს
გედევან ფოფხაძე ქვაბისხევისა და დვირის მოსახლეობას შეხვდა [R]