FM97.5 / LIVE

გედევან ფოფხაძე ‘ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის’ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია

მთავარისიახლე, პოლიტიკა 18.08.2020
ბორჯომისა და ასპინძის დამოუკიდებელი დეპუტატი, გედევან ფოფხაძე 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, გამარჯვებისთვის „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის“ სახელით იბრძოლებს. იგი დღეს, 17 აგვისტოს დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დასახელეს;

გედევან ფოფხაძე ‘ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის’ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია

გედევან ფოფხაძე „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის“ დამფუძნებელი, პოლიტსაბჭოს წევრი და აღმასრულებელი მდივანია.

ოქტომბრის არჩევნებზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად გედევან ფოფხაძესთან ერთად, დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში გია ვოლსკი, ზურა ჯაფარიძე და ანა დოლიძე არიან.

„კარგი რაიონია, კარდაკარ დავიარე და ძალიან პოზიტიური განწყობები იყო შეხვედრების დროს. მე მიმაჩნია, რომ გამარჯვების შანსი მაქვს. ჩემი კონკურენტები გია ვოლსკი და ზურა ჯაფარიძე და ანა დოლიძე არიან. მე და ზურას იდეოლოგიური წინააღმდეგობა გვაქვს, მე კონსერვატორი ვარ, ის უფრო ლიბერალია, ერთსქესიანთა ქორწინების მომხრეა, მე ტრადიციული ღირებულებების, დიდუბის ამომრჩევლის განწყობები ვიცი და მგონია, რომ მხარს მე დამიჭერენ, რაც შეეხება გია ვოლსკს, ამ შემთხვევაში არ არის სახალხო მოტივაცია მისი მოგება, ის არის ბიძინა ივანიშვილის ნების შემსრულებელი“, – ამბობს გედევან ფოფოხაძე.

მისი თქმით, „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსს“ საქართველოს მასშტაბით ყველგან ეყოლება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, მათ შორის სამცხე–ჯავახეთში.

„25–დან 30 აგვისტომდე რეგიონებში ჩვენს კანდიდატებს დავასახელებთ, სამცხე–ჯავახეთშიც გვეყოლება აუცილებლად, ჯერ ვერ დავასახელებ ვინ იქნებიან, რადგან პოლიტსაბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება“, – ამბობს ფოფხაძე და ამატებს, რომ კანდიდატებად რეგიონის ორივე ოლქში ადგილობრივს შეარჩევენ.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘კორონავირუსის გამო წინასაარჩევნო შეხვედრებს ვერ ვატარებთ, ცუდი მდგომარეობაა’ – გედევან ფოფხაძე
‘ჩვენი საქართველოს’ საპარლამენტო სიის ათეულში 2  სამცხე–ჯავახეთიდან არის
გედევან ფოფხაძე თვითიზოლაციაში იმყოფება
გედევან ფოფხაძეს Covid-19  დაუდასტურდა
გედევან ფოფხაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს [R]
კვირის აქცენტი: ‘ჩემსა და ხალხს შორის უშიშროება იდგა’ – ფოფხაძე 2016–2020 წლების არჩევნებზე [ვიდეო]

გედევან ფოფხაძე ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს[R]