FM97.5 / LIVE

"მეტი ფერები ჩემს ქალაქს" - ფლეშმობი ახალციხეში

მთავარისაზოგადოება 29.11.2013
"მეტი ფერები ჩემს ქალაქს" - ახალციხეში ამ სახელწოდების კულტურული ღონისძიება გაიმართა.

"მეტი ფერები ჩემს ქალაქს" - ფლეშმობი ახალციხეში
ღონისძიება პროექტის "კავკასიური კულტურული ინიციატივათა ქსელის" ფარგლებში მოეწყო. პროექტს "ევროკავშირი" აფინანსებს.

კულტურული ღონისძიება ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლასთან დაიწყო, სადაც სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა სკოლის კედლები მოხატეს. შემდეგ კი ახალგაზრდებმა ცენტრალურ პარკში გადაინაცვლეს და ფლეშმობი მოაწყეს. ღონისძიებაში მონაწილეობა ახალციხის ქორეოგრაფიულმა და ფოლკლორულმა ანსამბლებმა, სამხატვრო და სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა და თოჯინების თეატრის მსახიობებმა მიიღეს.

"გვინდოდა, რომ ცოტა მეტი ფერები შემოგვეტანა ამ ქალაქში, განსაკუთრებით ხანგრძლივი ზამთრის განმავლობაში, როცა ყველაზე ნაკლები ფერებია“, - ამბობს „კავკასიის კულტურული ინიციატივათ ქსელის“ კოორდინატორი საქართველოში თეა გალდავა.

აღნიშნული ღონისძიება ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურისა და "ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის" მხარდაჭერით ჩატარდა.

მსგავსი აქციების ჩატარება საქართველოს კიდევ რამდენიმე ქალაქში იგეგმება.

"ახალციხე პირველია, სადაც ეს ღონისძიება ჩატარდა, ამის შემდეგ იქნება ახალქალაქში, შემდეგ ჩატარდება თბილისში, მერე მარნეულსა და ბოლნისში, ბოლოს ბათუმში გვაქვს დაგეგმილი", - ამბობს თეა გალდავა.

"მეტი ფერები ჩემს ქალაქს" - ფლეშმობი ახალციხეში

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა მშობლებს დედის დღე მიულოცეს
კულტურული ღონისძიება შშმ პირთა საინტეგრაციო ცენტრის აღსაზრდელებისთვის
ახალციხის გამგეობამ მეთორმეტეკლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცა
ახალციხის სამხატვრო სკოლის გამოფენა ბათუმში
ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე კედელი მოხატეს
საქველმოქმედო ღონისძიება
ადიგენში ახალგაზრდული კულტურული ფესტივალი ჩატარდა