FM97.5 / LIVE

მესტიაში შესვლასა და გასვლაზე შეზღუდვები დაწესდა

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 10.08.2020
მესტიაში კორონავირუსის 16 შემთხვევა დაფიქსირდა, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტში შესვლა-გასვლა იზღუდება. მოქალაქეები, რომლებიც მესტიას დატოვებენ, გაივლიან სავალდებულო კარანტინს.

მესტიაში შესვლასა და გასვლაზე შეზღუდვები დაწესდა

დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში ფუნქციონირების უფლება მხოლოდ აფთიაქებს, საბანკო დაწესებულებს, სასურსათო მაღაზიებსა და ღია ტიპის საკვებ დაწესებულებებს ექნება.

„თავშეყრის ადგილებზე მკაცრად გაკონტროლდება დისტანციის დაცვა, დახურულ სივრცეებში ნიღბების გამოყენება და ხელის ჰიგიენა. მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარდება ინტენსიური ეპიდემიოლოგიური კვლევები და ტესტირება. შესვლა-გასვლას კი პოლიცია გააკონტროლებს", – განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა

გარდა ამისა, კორონავირუსის ფართო გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, შესაბამისი უწყებები მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებიდან ტურისტების საკარანტინო სივრცეში განთავსებას უზრუნველყოფენ.

"ყველა მოქალაქე, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტს დატოვებს, გაივლის სავალდებულო კარანტინს, ადგილზე შექმნილია რეგიონალური შტაბი, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებას უზრუნველყოფს და უწყებების კოორდინებულ ქმედებებს“, - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალეებს მოუწოდებს, აქტიურად გამოიყენონ აპლიკაცია StopCov-ი, რათა თავი აარიდონ ინფიცირებულ პირთან შესაძლო კონტაქტს და იმ სივრცეში გადაადგილებას, სადაც ინფიცირების მაღალი რისკია.

აპლიკაცია StopCov.ge-ს აპლიკაციის გადმოწერა ანდროიდის და iOS – ის მომხმარებლებს შეუძლიათ.

საქართველოში კორონავირუსის 1250 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 1010 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 6 930 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 263.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘კორონამ თვალნათლივ დაგვანახა, რომ ის არსად არ წასულა’– იმნაძე მესტიის შემთხვევებზე
STOP COVID – კორონავირუსის ადრეული გამოვლენის მიზნით აპლიკაცია შეიქმნა
საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევაა, 3 - გამოჯანმრთელდა
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ტრანსპორტსა და რესტორნებში კონტროლი გამკაცრდება
მთავრობის გადაწყვეტილებით, დასაშვები ხდება ღია სივრცეში სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება
კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ  4 პაციენტი
სამცხე–ჯავახეთში 2 საკარანტინო ზონა გაუქმდა