FM97.5 / LIVE

‘ჩემი გავლენა არაფერ შუაშია’ - ნინოწმინდის საკრებულოს მოადგილე ‘გამჭვირვალობის’ კვლევას ეხმაურება

მთავარისიახლე, საზოგადოება 18.07.2020
ნინოწმინდის საკრებულოს მოადგილე, კონსტანტინ ვარდანიანი ამბობს, რომ მის ქმედებაში კანონსაწინააღმდეგო არაფერია, ტელევიზია „ფარვანა“ ტენედერებს უკონკურენტოდ იმიტომ იგებდა, რომ სხვა კომპანიები მონაწილეობის სურვილს არ გამოთქვამდნენ.

‘ჩემი გავლენა არაფერ შუაშია’ - ნინოწმინდის საკრებულოს მოადგილე ‘გამჭვირვალობის’ კვლევას ეხმაურება

„ჩემი გავლენა არაფერ შუაშია. ტენდერებში არავინ მონაწილეობდა, ეს რომ ყოფილიყო პირდაპირი შესყიდვა, კიდევ შეიძლება რაიმე სახის გავლენაზე ყოფილიყო საუბარი, იქ სხვა არავინ მონაწილეობდა, რა შუაშია ტელეკომპანია „ფარვანა“. ვინმეს რომ მიეღო მონაწილეობა და ის პრეტენდენტი მოგვეცილებინა თავიდან მერე სხვანაირად იქნებოდა საქმე“,- ამბობს ვარდანიანი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ 17 ივლისს კვლევა გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ტელევიზია, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს.

კონსტანტინ ვარდანიანის ტელე-რადიო კომპანია „ფარვანას“, 2014 წლიდან დღემდე, მას შემდეგ, რაც ვარდანიანი თანამდებობაზე დაინიშნა, ნინოწმინდის ბიუჯეტიდან 320 645 ლარი დაერიცხა. შვიდ წელში მიღებული 12 შესყიდვიდან 9 მათგანი „ფარვანამ“ ნინოწმინდის მერიასთან და მის ააიპ-ებთან გააფორმა. ვარდანიანის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, „ფარვანამ“ მერიისგან ნინოწმინდაში უსასყიდლოდ 273 კვ.მ. ფართიც მიიღო.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს და გენერალურ პროკურატურას, შეისწავლონ ტელე-რადიო კომპანია „ფარვანას“ თითოეული სახელმწიფო შესყიდვა და დაადგინონ, ხომ არ იყო ეს შესყიდვები მისთვის სასურველ პირობებში გამოცხადებული და იკვეთება თუ არა კორუფციის ნიშნები. ორგანიზაცია ასევე მოუწოდებს საჯარო სამსახურის ბიუროს შეისწავლოს კონსტანტინ ვარდანიანის ქონებრივი დეკლარაციები და კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში იმოქმედოს შესაბამისად.

ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯომარის მოადგილე აცხადებს, რომ გასულ წელს მისი საქმიანობა სხვადასხვა უწყებებმა შეამოწმეს, თუმცა დარღვევა ვერ აღმოაჩინეს.

„ეს საქმე კიდევ გასულ წელს გააკეთეს და მიხვდნენ რომ არაფერია, ყველაფერი შეამოწმეს, არანაირი პრობლემა არ მაქვს“, – ამბობს ვარდანიანი, თუმცა რომელმა ორგანიზაციებმა შეამოწმეს არ ასახელებს: „ეს ტელეფონით სასაუბრო არ არის, პირისპირ შეგხვდებით და მოგიყვებით“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევაში ნათქვამია, რომ კონსტანტინ ვარდანიანმა საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-სატელევიზიო მაუწყებლობა „ფარვანა“ ნინოწმინდაში, 2001 წლის 12 იანვარს, ოთხ ადგილობრივთან ერთად დააფუძნა.

გარდა აღნიშნულისა, ტელევიზია აქვს მის მეუღლეს ალბინა ვარდანიანსაც, მან შპს ტელეკომპანა „ფარვანა“, ნინოწმინდაში, 2015 წლის 22 ივნისს დააფუძნა. თავადაა მისი დირექტორიც და 100% წილის მფლობელიც, თუმცა, ამ შპს-ს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა არასდროს მიუღია. გამოდის, რომ სახელმწიფო შესყიდვებს ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის კონსტანტინ ვარდანიანის „ფარვანა“ ღებულობს (ს/კ 236686412), ხელშეკრულებებს კი სხვა კომპანიის, შპს „ფარვანას“ (ს/კ 436684134) დირექტორი აფორმებს.

ნინოწმინდის მერიასთან „ფარვანას“ ხელშეკრულებებს, ყველა დოკუმენტში კომპანიის დირექტორად კონსტანტინ ვარდანიანის მეუღლე, ალბინა ვარდანიანია მითითებული. მათ შორის ერთ-ერთ დოკუმენტს, 35 000-ლარიან პირდაპირ შესყიდვაზე, ხელს კონსტანტინ ვარდანიანის უშუალო ხელმძღვანელი, ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიანიც აწერს. თუმცა, საჯარო რეესტრის ამონაწერების მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კომპანია „ფარვანასთან“ ალბინა ვარდანიანს (2020 წლის მარტამდე) ოფიციალური შემხებლობა არ აქვს.

„სამხრეთის კარიბჭე" დაუკავშირდა ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარეს, სუმბატ კიურეღიანს, მაგრამ მან კომენტარზე უარი განაცხადა: „თუ რაიმე დარღვევაა შესაბამისი უწყებები მიხედავენ, შესყიდვები კომპანიას მერიასთან აქვს და მე არ მეხება“.

[მარიამ ბარძიმაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ტელევიზია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს
რას მალავენ დეკლარაციებში საჯარო პირები სამცხე-ჯავახეთიდან - კვლევა
ნინოწმინდის მერიაში აუდიტი შევიდა
სუს–მა ასპინძის საკრებულოს თავმჯდომარის და ახალციხის მერის ძმების კომპანიების მიერ მოგებული ტენდერების შესწავლა დაიწყო
"ქართული ოცნების” გაუჩინარებული აქტივისტი ერევანში იმყოფება
ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარის ოჯახის საკუთრება მონაკოს ფართობს ორჯერ აღემატება
TI: ენზელ მკოიანის ოჯახის წევრებმა საწვავის ბიზნესით 2 მლნ ლარზე მეტი მიიღეს