FM97.5 / LIVE

თიბისი კაპიტალმა FMCG სექტორის საინვესტიციო ანალიზი წარადგინა ®

მთავარისიახლე, რეკლამა 29.11.2019
თიბისი კაპიტალმა კვებისა და სწრაფი მოხმარების პროდუქციის - FMCG სექტორის შესახებ რიგით მეორე საინვესტიციო ანალიზი წარადგინა, რომლის მიზანია კომპანიებთან და პოტენციურ ინვესტორებთან ერთად ბაზრის მიმდინარე მდგომარეობისა და სექტორის განვითარების პოტენციალის მიმოხილვა.

თიბისი კაპიტალმა FMCG სექტორის საინვესტიციო ანალიზი წარადგინა ®

„კვებისა და სწრაფი მოხმარების პროდუქციის სექტორში მომუშავე კომპანიების დიდი ნაწილისთვის თიბისი ბანკი ძირითადი პარტნიორი ბანკია და ის ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას აღნიშნული სექტორის დაფინანსების კუთხით. თიბისის წილი FMCG სექტორის დაფინანსებაში 367 მილიონ ლარს შეადგენს.“ - ლევან შავკაციშვილი, თიბისის კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის უფროსი.

კვლევის მიხედვით, 2019 წლის ბოლოსთვის FMCG სექტორის მოცულობა 9,4 მილიარდ ლარს გადააჭარბებს, საიდანაც ორგანიზებული მოთამაშეები - ბრენდირებული სავაჭრო ქსელები, ბაზრის 28%-ს დაიკავებს, რაც 2016 წელთან შედარებით 10%-ით მეტია.

ადგილობრივი მოსახლეობის დანახარჯი კვებისა და სწრაფი მოხმარების პროდუქციის ბაზარზე 2019 წლისთვის 8,1 მილიარდ ლარამდე იზრდება, მაშინ როდესაც ტურიზმისა და რესტორნების პირდაპირი დანახარჯი 1,3 მილიარდ ლარს მიაღწევს ამავე პერიოდში.

„ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევა სექტორის ზრდის პოტენციალის განსაზღვრისთვის საკმარის საფუძველს გვაძლევს. ჩვენი პროგნოზით, ორგანიზებული მოთამაშეების გაყიდვები მომდევნო 5 წლის განმავლობაში 5,5 მილიარდ ლარამდე გაიზრდება, რაც ორგანიზებული ბაზრის წილის 13%-ით გაზრდას და 600-ზე მეტ ახალ ქსელურ მაღაზიას ნიშნავს. თუკი ზრდა წინა წლებში უმეტესწილად დედაქალაქზე მოდიოდა, ჩვენი პროგნოზით, ორგანიზებული ბაზარი ამ ეტაპზე რეგიონების მიმართულებით უფრო გააქტიურდება, რასაც ხელს უწყობს ზრდადი ტურიზმი და მაღალი აქტივობა ზაფხულის პერიოდში.“ - თორნიკე კორძაია, თიბისი კაპიტალის კვლევების უფროსი.

თიბისი კაპიტალი თიბისი ბანკის შვილობილი და ლიცენზირებული კომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს საინვესტიციო საბანკო მომსახურებას. 2017 წლიდან თიბისი კაპიტალი თიბისი ბანკის კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის ნაწილი გახდა. კომპანიის ძირითადი ბიზნესმიმართულებებია: ფინანსური კონსულტაციები და საკრედიტო, სარეიტინგო მომსახურება, ობლიგაციებისა და აქციების ემისია, საინვესტიციო კვლევითი და საბროკერო საქმიანობა.


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

თიბისიმ და  „თბილისის ღვინის მუზეუმმა“ ღვინის სექტორის წარმომადგენლების შეხვედრას უმასპინძლეს ®
‘თეგეტა მოტორსმა’ თიბისის დახმარებით 30 მილიონი ლარის საჯარო ობლიგაციების ემისია განახორციელა [R]
თელავში თიბისის მხარდაჭერით სასტუმრო Holiday Inn გაიხსნა ®
EMEA Finance-მა თიბისი საქართველოში 2019 წლის  საუკეთესო ბანკად აღიარა ®
თიბისი GCPF–თან ერთად ჰიდრო პროექტების თანადაფინანსებას იწყებს ®

თიბისი ბანკის მხარდაჭერით ლონდონში ფორუმი -  UzInvest 2019 გაიმართა ®
თიბისი კაპიტალმა განახლებული კვლევა წარადგინა თემაზე - COVID 19-ის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე ®