FM97.5 / LIVE

სამხედრო სამსახური პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებსაც გადაუვადდებათ - გახარია

მთავარისიახლე, საზოგადოება 02.07.2020
პრემიერ–მინისტრის განცხადებით, ცვლილება შევა სამხედრო გაწვევის კანონში, რომლის მიხედვითაც სავალდებულო სამხედრო სამსახური ერთჯერადად გადაუვადდებათ პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებსაც.

სამხედრო სამსახური პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებსაც გადაუვადდებათ - გახარია

ამის შესახებ გიორგი გახარიამ, დღეს ორ ივლისს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„სამხედრო გაწვევის კანონში ცვლილებებს გამოიტანს დღეს განათლების სამინისტრო, რომლის ძირითადი მიზანი და პრინციპია პროფესიული განათლების სასწავლებელში მიღებული სტუდენტებისთვის ერთჯერადად სამხედრო სამსახურის გადავადება“ – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

მისი თქმით, ცვლილების მიზანი პროფესიული განათლების ხელშეწყობაა.

„ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ ერთჯერადი გადავადება, მოგეხსენებათ, რომ პროფესიულ განათლებაში კურსები არის ან 12 ან 24-თვიანი და რაც მთავარია პროფესიულ განათლებაში ახალგაზრდები მიდიან 15 წლიდან. ასე რომ, ეს ვერ გახდება სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან თავის არიდების ინსტურმენტი, რამეთუ ეს იქნება ერთჯერადი გადავადება და ჩვენს ახალგაზრდებსაც მივცემთ შესაძლებლობას შეიძინონ პროფესია“, - განაცხადა გახარიამ.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხე პროფესიული სასწავლებლების კვირეულს შეუერთდა
სავალდებულო სამხედრო სამსახურის არგავლის გამო შესაძლოა, საჯარო სამსახურში დასაქმება შეიზღუდოს
ახალწვეულებს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლისას სწავლაში ხელი არ შეეშლებათ
თავდაცვის სამინისტრო სამხედრო  სავალდებულო სამსახურში აღარ გაიწვევს
პროფესიული განათლების 2 515 მასწავლებელს ანაზღაურება გაეზრდება
პროფესიული სასწავლებლის დიპლომი მნიშვნელობით სკოლის ატესტატს გაუთანაბრდება
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა ტესტირება 5-6 სექტემბერს ჩატარდება