FM97.5 / LIVE

საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შსს–მ 26 მილიონი ლარის ჯარიმა გამოწერა

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 04.06.2020
საქართველოს მთავრობის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 21 მარტიდან 22 მაისის ჩათვლით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის დააჯარიმა 8 716 ფიზიკური და 21 იურიდიული პირი. ჯარიმის თანხა 26 463 000 ლარს შეადგენს.

საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შსს–მ 26 მილიონი ლარის ჯარიმა გამოწერა

ანგარიშის თანახმად, საკარანტინო სივრცეში იძულებით 382 პირი გადაიყვანეს, ხოლო 144 – დაჯარიმდა საკარანტინო სივრცის დატოვების გამო.

მგზავრობის წესის დარღვევისთვის დაჯარიმებული მოქალაქეების რაოდენობა 1 406–ია , ხოლო მსუბუქი ავტომობილით გადაადგილების შეზღუდვის პერიოდში 430 პირი დაჯარიმდა.

1 850 ადამიანი დაჯარიმდა სამზე მეტი პირის თავშეყრისა და სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, კომენდანტის საათის დარღვევისთვის კი ყველაზე მეტი – 4 820 ჯარიმა გამოიწერა.

მოქალაქეები დაჯარიმდნენ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე გადაადგილებისთვისაც. შსს–მ ასეთი 27 ფაქტი გამოავლინა.

გარდა ამისა, დოკუმენტის მიხედვით 15 000 ლარიანი ჯარიმა, საგანგებო რეჟიმით აკრძალული საქმიანობისთვის 21 იურიდიულ პირს დაეკისრა.

როგორც COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია ნათქვამი, საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული შეზღუდვების აღსრულების პროცესში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 000-ზე მეტი თანამშრომელი იყო ჩართული.

საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა და 22 მაისამდე გაგრძელდა. ამ პერიოდში შსს–მ ჯამში 26 463 000 ლარის ჯარიმა გამოწერა.

საგანგებო მდგომარეობისას გამოწერილი ჯარიმები მთელი ქვეყნის მასშტაბით სასამართლოში უკვე არაერთმა მოქალაქემ გაასაჩივრა, მათ შორის ახალციხეშიც.

[რობი ზარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის 119 პირი დაჯარიმდა
'კომენდანტის საათის' დარღვევისთვის 83 მოქალაქე დაჯარიმდა

'კომენდანტის საათის' და სოციალური დისტანციის დარღვევისთვის 169 პირი დაჯარიმდა [ვიდეო]
შსს–მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 234 ფაქტი გამოავლინა [ვიდეო]
'კომენდანტის საათის' დარღვევისთვის 94 მოქალაქე დაჯარიმდა
24 საათში საგანგებო მდგომარეობის  რეჟიმის დარღვევისთვის 78 პირი დაჯარიმდა – შსს
შსს–მ 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის 87 პირი დააჯარიმა