FM97.5 / LIVE

ახალციხეში მოქალაქეებმა საგანგებო მდგომარეობის დროს დაკისრებული ჯარიმები გაასაჩივრეს

მთავარისიახლე, სამართალი 02.06.2020
საგანგებო მდგომარეობის პერიოდში გამოწერილი ჯარიმების გასაჩივრებისთვის ახალციხის რაიონულ სასამართლოს არაერთმა მოქალაქემ მიმართა. ადვოკატები, რომლებსაც „სამხრეთის კარიბჭე“ დაუკავშირდა, ამბობენ რომ მოქალაქეების ნაწილი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელია, რომლებმაც რეჟიმი ინფორმაციის არ ქონის გამო დაარღვიეს.

ახალციხეში მოქალაქეებმა საგანგებო მდგომარეობის დროს დაკისრებული ჯარიმები გაასაჩივრეს

ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების გასაჩივრებისთვის ექვსმა მოქალაქემ და ერთმა იუდიულმა პირმა მიმართა. მოქალაქეების უმეტესობა სოფელ წყალთბილაში მცხოვრები სომხურენოვანი მოსახლეობაა. ადვოკატის თქმით, მათთვის გამოწერილი ჯარიმები უსამართლოა, რადგან ინფორმაცია, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში დაწესებული შეზღუდვების შესახებ მათთვის არავის მიუწოდებია.

„პურის რიგში იდგნენ ადამიანები, როცა კოკისპირული წვიმა მოვიდა. იქვე საცხობთან შეაფარეს თავი, ამ დროს მივიდა პოლიცია და გამოუწერა ჯარიმა. სანამ ჩემთან არ მოვიდნენ ეს ადამიანები და არ ავუხსენი, ვერ მიხვდნენ რისთვის იყვნენ დაჯარიმებული“ – ამბობს ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი.

არაერთი მოქალაქე მივიდა კონსულტაციისთვის ეკა აბაშიძესათანაც. იურისტი სასამართლოში ორი პირის ინტერესებს იცავს.

„ქალაქ ვალეში, მწყემსები დაკარგულ პირუტყვს ეძებდნენ ღამით და კომენდანტის საათის დარღვევისთვის დააჯარიმეს. სულ ორი საქმე მაქვს აღებული, აქედან ერთი იურიდიული პირის. სასამართლო პროცესი ჯერ არ გამართულა“ – ამბობს ეკა.

საგანგებო რეჟიმის დარღვევის გასაჩივრების ხუთი საქმე აქვს აღებული სოსო ხითარიშვილს, აქედან ერთი ავტომანქანით გადაადგილების შეზღუდვის დარღვევის ფაქტზე.

„მომმართა ერთ–ერთმა ფერმერმა სოფელ კლდიდან, რომელსაც ჰქონდა საშვი ავტომობილით გადაადგილების, პირუტყვისთვის საკვების და მედიკამენტების შესაძენად. ამ პირმა ბანკომატით ისარგებლა კოსტავას ქუჩაზე, შემდეგ უნდა წასულიყო სოფელ კლდეში თამარაშვილის ქუჩიდან. ჯარიმა გამოუწერეს იმის გამო, რომ კოსტავას ქუჩაზე თითქოს არამიზნობრივად იმყოფებოდა“ – გვიყვება ადვოკატი.

ახალციხის რაიონულ სასამართლოში, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში გამოწერილი ჯარიმებთან დაკავშირებით ჩანიშნული არცერთი საქმე ჯერ განხილული არაა, მათი უმეტესობა გადაიდო.

21 მარტიდან 22 მაისამდე მოქმედი საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ფიზიკური პირები, შეზღუდვების დარღვევისთვის 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდნენ, შსს–ს მონაცემებით მთელი საქართველოს მასშტაბით 8 ათასამდე მოქალაქე დაჯარიმდა.

[რობი ზარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პოლიციამ  საგანგებო რეჟიმის შეზღუდვების დარღვევისთვის 93 პირი დააჯარიმა
კომენდანტის საათის დარღვევისთვის 71 მოქალაქე დაჯარიმდა
საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შსს–მ 26 მილიონი ლარის ჯარიმა გამოწერა
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის 119 პირი დაჯარიმდა
'კომენდანტის საათის'დარღვევისთვის 88 მოქალაქე დაჯარიმდა
24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის 143 პირი დააჯარიმეს [ვიდეო]
24 საათში საგანგებო მდგომარეობის  რეჟიმის დარღვევისთვის 78 პირი დაჯარიმდა – შსს