FM97.5 / LIVE

‘მერაბიშვილი რომ შს მინისტრი იყო, მესხეთ-ჯავახეთში ტყე დატოვა? აბა, ჩადით ბორჯომში’ – ეპისკოპოსი იაკობი

მთავარისიახლე, საზოგადოება 28.05.2020
ბოდბელი ეპიკსოპოსის, მეუფე იაკობის თქმით, შევარდნაძის დროს ხე-ტყეს „მხედრიონი“ და პოლიცია კურირებდნენ, სააკაშვილის დროს კი, ვანო მერაბიშვილი. სასულიერო პირი კითხულობს რატომ არ შეიძლება ეკლესიას ჰქონდეს ტყე, მაშინ როცა საჭიროების შემთხვევაში მზად არიან ისევ სახელმწიფოს და ხალხს დაუბრუნონ.

‘მერაბიშვილი რომ შს მინისტრი იყო, მესხეთ-ჯავახეთში ტყე დატოვა? აბა, ჩადით ბორჯომში’ – ეპისკოპოსი იაკობი

„მერაბიშვილი რომ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, მესხეთ-ჯავახეთში ტყე დატოვა? აბა, ჩადით ბორჯომში, მანახეთ, თუ არის დარჩენილი ის პირველადი ტყეები. დაბადებული არ ვარ იქ, თორემ ვიზრდებოდი. ფიჭვი და ნაძვი აღარ დატოვეს. მარტო რუსებმა გააფუჭეს რომ დაწვეს? უარესი აოხრება მაგან გააკეთა პირადად, მაგი ლობირებდა მაგას. ყველაფერი გინდა მალაპარაკოთ?!

ძველად, შევარდნაძის დროს მხედრიონი და პოლიცია კურირებდა ხე-ტყეს, სააკაშვილის დროს ბატონი მერაბიშვილი... პასუხი ვიზეც გაქვთ მოსათხოვი, იმათ მოთხოვეთ, ეკლესიამ ვის რა მისცა, ვის რა მიჰყიდა თავისით?“, – განაცხადა ჟურნალისტებთან მეუფე იაკობმა.

მისი თქმით, ეკლესია მზადაა, როცა ტყე სახელმწიფოს და ხალხს დასჭირდება, უკან დაუბრუნოს.

ტყის ახალი კოდექსის თანახმად, საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ეკლესიას უფლება აქვს მის ირგვლივ მდებარე 20 ჰექტარი ტყის ფართობი საკუთრებაში დაირეგისტრიროს. ამ საკითხმა საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია,ახალციხეში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებში მიიჩნევენ, რომ საკანონმდებლო ცვლილებები, შესაძლოა 2020 წლის არჩევნებს უკავშირდება.

დღეს, 29 მაისს ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორე ჭუაძემ განაცხადა, რომ ტყის ახალი კოდექსის დამტკიცების შემდეგ, პირველ რიგში, 20 ჰექტარ ტყეს საფარის მონასტერთან დაირეგისტრირებენ. სასულიერო პირის განცხადებით, ეპარქიაში ეკლესია–მონასტრების უმეტესობა ტყეშია, თუმცა მხოლოდ იმდენ ჰექტარს დაირეგისტრირებენ, რამდენის მოვლასაც შეძლებენ.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘პირველ რიგში იქნება საფარის ტყე’- მიტროპოლიტი თეოდორე ეკლესიებისთვის ტყის გადაცემაზე
საპატრიარქოს ეკლესიები 20 ჰექტარ ტყეს დაირეგისტრირებენ - კოდექსი დამტკიცდა
გამოკითხვა: როგორ აფასებენ ტყეში მდებარე მართლმადიდებლური ეკლესიებისთვის 20 ჰა ფართობის გადაცემას [ვიდეო]
‘წინასაარჩევნო რევერანსია’ - NGO-ები საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემის ინიციატივაზე
შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი პოლიციელებს მიმართავს
საპატრიარქო  ბორჯომში 3 ჰექტრამდე ტყის დაკანონებას ითხოვს
'თუ არჩევნებზე ადამიანის გულის მოგება გინდა, ტყე კი არა ისეთი რამ უნდა აჩუქო, საიდანაც სარგებელს მიიღებს' – მიტროპოლიტი ნიკოლოზი