FM97.5 / LIVE

პირველი ონლაინ მაღაზია ახალციხეში ®

მთავარისიახლე, რეკლამა 19.05.2020
ონლაინ მაღაზია „მარტივი“ სულ რამდენიმე დღეა ამუშავდა. სპეციალურად შექმნილი აპლიკაციით, ახალციხეში მცხოვრებნი მარტივად შეძლებთ შეუკვეთოთ საკვები და საყოფაცხოვრები პროდუქცია, რომელსაც ადგილზე მოგაწვდიან სრულიად უფასოდ.

პირველი ონლაინ მაღაზია ახალციხეში ®

ბიზნეს იდეა ახალგაზრდა ცოლ–ქმარს, თინათინ დიაკონაშვილსა და ვიტალი მესხიძეს 2 წლის წინ გაუჩნდა, როდესაც მათ ოჯახში მეორე ბავშვი გაჩნდა. 2 პატარასთან ერთად, სამსახური, საოჯახო საქმეები და საყიდლებზე სიარული, მათ მუდმივ დროის დეფიციტს უქმნიდათ. მაშინ ძალიან უნდოდათ ყოფილიყო ისეთი სერვისი, რომ ონლაინ შეძლებოდათ პროდუქტის ყიდვა. როგორც თინათინი იხსენებს, მაშინ მსგავს სერვისზე საუბარი ახალციხეში ფანტასტიკის სფერო იყო. თუმცა პანდემიის გამო შექმნილმა სიტუაციამ, ისინი მიახვედრა, რომ მსგავსი სერვისი ახლა უკვე ბევრისთვის მოთხოვნადი იქნებოდა. ამიტომ გადაწყვიტეს თავიანთი იდეა ნამდვილ ბიზნესად ექციათ.

„საკვები და საყოფაცხოვრებო პროდუქცია ისეთი კატეგორიაა, რომელიც ყოველდღიურად გვჭირდება. თუმცა, მისი შეძენა მოცემულ რეალობაში სირთულეებთან არის დაკავშირებული: მიდიხარ მაღაზიაში და რისკის ქვეშ აყენებ შენი და შენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას; ასევე, არსებული შეზღუდვების გამო, ხარჯავ საკმაოდ დიდ დროს.

ჩვენი სერვისი კი ადამიანებს ამ სირთულეების დაძლევაში ეხმარება: მომხმარებელი, სახლიდან გაუსვლელად რთავს „მარტივის“ აპლიკაციას, ათვალიერებს კატალოგს, არჩევს სასურველ პროდუქციას და აპლიკაციის საშუალებითვე უკვეთავს მას. მაქსიმუმ 30 წუთის განმავლობაში კი ადგილზე იღებს შეკვეთას“, ამბობს ვიტალი მესხიძე.

ონლაინ მაღაზია ქ. ახალციხეში, რუსთაველის ქ. 103–ში მდებარეობს. „მარტივი“, მაღაზია 30 ლარზე მეტი პროდუქციის შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელს უფასო მიტანის სერვისით მოემსახურება, ახალციხის მასშტაბით. ამ ეტაპზე, ონლაინ მაღაზიის ასორტიმენტი საკვები და საყოფაცხოვრებო პროდუქციით შემოიფარგლება, თუმცა მომხმარებლის სურვილების გათვალისწინებით, ასორტიმენტის გაზრდაც იგეგმება.
აპლიკაციას აქვს „ჩეთი“, რომლის საშულებით მომხმარებელს შეუძლია დაგვიტოვოს შეტყობინება, გაგვიზიაროს შთაბეჭდილება, შენიშვნა ან სულაც რაიმე პროდუქტის დამატების სურვილი. ჩვენ მზად ვართ გავითვალისწინოთ მათი თითოეული შენიშვნა და სურვილი. მზად ვართ გავზარდოთ პროდუქციის ასორტიმენტი მომხმარებლის სურვილების შესაბამისად“, ამბობს ვიტალი.

ონლაინ მაღაზია „მარტივის“ უპირატესობები ასეთია:

● აპლიკაციის საშუალებით იძენ პროდუქტს ნებისმიერი ადგილიდან და არ გიწევს გარეთ გასვლა მის შესაძენად – იცავ შენი და შენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას, ზოგავ დროს და ფინანსურ რესურსს;

● შეძენილ პროდუქციას იღებ ქალაქ ახალციხის მასშტაბით, ნებისმიერ ადგილას 30 ლარზე მეტი ღირებულების პროდუქტის შეძენის შემთხვევაში, სარგებლობ უფასო მიტანის სერვისით;

● პროდუქტი არის მისაღებ ფასებში. ფასის შედარება სხვა მაღაზიებში არსებულ პროდუქტებთან თავადვე შეგიძლიათ აპლიკაცია მარტივის საშუალებით ადარებთ ფასებს და საკუთარი თვალით რწმუნდებით რომ ეს მარტივია;

● აპლიკაცია არის მარტივად გამოსაყენებელი: არჩევ კატალოგიდან ან „სერჩავ“ სასურველ პროდუქტს, აგდებ კალათაში და აფორმებ შეკვეთას;

● მოსახერხებელი ანგარიშსწორება: იხდი ნაღდი ან/და უნაღდო ანგარიშსწორებით, როგორც გირჩევნია.

მარტივის“ სერვისით სარგებლობისთვის, საჭიროა Android ტიპის მოწყობილობა. play market-იდან ან play story-დან უნდა გადმოწეროთ აპლიკაცია „მარტივი“, დარეგისტრირდეთ და შეუკვეთოთ სასურველი პროდუქცია. აპლიკაციის გადმოწერისას ან/და მოხმარებისას შექმნილი ხარვეზების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ადმინისტრაციას, ნომერზე: 577–11–74–91.

პირველი ონლაინ მაღაზია ახალციხეში ®


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შექმენი საკუთარი ონლაინ მაღაზია შენი ბიზნესისთვის ®

Vendoo.ge-ზე ონლაინ შოპინგი უკვე შესაძლებელია ®
ახალციხეში სათამაშოების მაღაზია გაიხსნა ®
დაბალი ფასი და სახლში მიტანის სერვისი  – რას გთავაზობთ ახალგახსნილი აფთიაქი 'ჰიგეა' [R]
'ჰიგეაში' შიდა განვადების სერვისი ამოქმედდა [R]
პირველად საქართველოში, თიბისიმ   ონლაინ განვადების ციფრული არხი შექმნა ®

აპლიკაცია  ტვირთისა და ნივთების მარტივად გასაგზავნად