FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში ერთი კვირის განმავლობაში არამდგრადი ამინდი იქნება

მთავარისიახლე, საზოგადოება 18.05.2020
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამცხე–ჯავახეთში 18-დან 24 მაისამდე, ერთი კვირის განმავლობაში, არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. 22 მაისს ზოგ მუნიციპალიტეტში შესაძლებელია სეტყვა მოვიდეს.

სამცხე–ჯავახეთში ერთი კვირის განმავლობაში არამდგრადი ამინდი იქნება

დღეს, 18 მაისს მთელს რეგიონში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო დღის მეორე ნახევრიდან გარკვეულ მუნიციპალიტეტებში ხანმოკლე წვიმა იქნება.

ახალციხეში, ბორჯომში, ადიგენსა და ასპინძაში ჰაერი დღისით +22, +24 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +12, +14 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.

უმეტესად უნალექო ამინდი იქნება მაღალ მთაში. ახალქალაქში, ბაკურიანსა და ნინოწმინდაში დღის მაქსიმალური ტემპერატურა +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3, +5.

19 მაისს უნალექი ამინდია მოსალოდნელი ახალციხეში, ბორჯომსა და ასპინძაში. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +11, +13 გრადუსამდე შენარჩუნდება.

ასევე უნალექო ამინდია მაღალმთაშიც. ახალქალაქსა და ბაკურიანში დღისით ტემპერატურა +17, +19 გრადუსამდე მოიმატებს, ღამით კი +3, + 5 გრადუსამდე.

დღის განმავლობაში უნალექო ამინდი შენარჩუნდება ნინოწმინდაშიც, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა + 15, + 17 გრადუსამდე მოიმატებს, ღამით კი +1, +3 გრადუსია ნავარაუდევი.

20 და 21 მაისს მთელს რეგიონში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. 20 მაისს, როგორც დღისით, ასევე ღამითაც ტემპერატურა არ შეიცვლება, ხოლო 21 მაისს ახალციხეში, ბორჯომში, ასპინძასა და ადიგენში დღის განმავლობაში ტემპერატურა +27, +29 გრადუსამდე მოიმატებს, ღამით კი +15, +17 გრადუსამდე.

ასევე უნალექო ამინდია ნავარაუდევი მაღალ მთაშიც. ახლქალაქში, ნინოწმინდასა და ბაკურიანში, დღისით ტემპერატურა +23, +25 გრადუსამდე გათბება. ღამით კი +1, +3 გრადუსამდე.

22 მაისს სამცხე–ჯავახეთში ხანმოკლე წვიმა ელჭექითაა ნავარაუდევი. ზოგიერთ მუნიციპალიტეტში კი შესაძლებელია სეტყვაც, გაძლიერდება დასავლეთის ქარი.

ახალციხეში, ბორჯომში, ასპინძასა და ადიგენში დღისით მოსალოდნელია +25, +27 გრადუსი სითბო, ხოლო ღამით +10, +12.

იწვიმებს მაღალ მთაშიც. ახალქალაქში, ნინოწმინდასა და ბაკურინში დღისით ჰაერის ტემპერატურა +20, +22 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +2, +4 გრადუსამდე სითბო შენარჩუნდება.

23 მაისს მთელს რეგიონში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერტურის კლება. ახალციხეში, ბორჯომში, ასპინძასა და ადიგენში დღისით ტემპერატურა +20, +22 გრადუსამდე დაიკლებს, ღამით კი +13, +15 გრადუსამდე შენარჩუნდება.

ასევე ჰაერის ტემპერტურის მკვეთრი კლება დაფიქსირდება მაღალ მთაშიც. ახალქალაქში, ნინოწმინდასა და ბაკურიანში დღისით ნავარუდევია +15, +17 გრადიუსი სითბი, ხოლო ღამით +1, +3.

24 მაისს მთელს რეგიონში გამოიდარებს მოსალოდნელია ტემპერატურის მატება.

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე–ჯავახეთში 8 ივნისამდე
როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე-ჯავახეთში 4 ივლისამდე
როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე–ჯავახეთში 17 მაისამდე
27 ივნისამდე სამცხე–ჯავახეთში უმეტესად ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი
ტემპერატურა +32 გრადუსამდე მოიმატებს – კვირის ამინდის პროგნოზი
როგორი ამინდია მოსალოდნელი 19 აპრილამდე სამცხე-ჯავახეთში
სამცხე–ჯავახეთში ჰაერის ტემპერატურა 37 გრადუსამდე მოიმატებს