FM97.5 / LIVE

აპრილში კომუნალური გადასახადების დაფინანსებაზე უარი 4 600-ზე მეტმა მოქალაქემ თქვა

მთავარისიახლე, საზოგადოება 15.05.2020
ორი თვის განმავლობაში, მარტსა და აპრილში სახელმწიფოს მხრიდან კომუნალური გადასახადების დაფინანსებაზე უარი 9 200-ზე მეტმა მოქალაქემ განაცხადა.

აპრილში კომუნალური გადასახადების დაფინანსებაზე უარი 4 600-ზე მეტმა მოქალაქემ თქვა

„აპრილში უარი კომუნალურ სუბსიდიაზე 4 600-ზე მეტმა მოქალაქემ თქვა, მათ გადაწყვიტეს, რომ თვითონ გადაიხადონ კომუნალური გადასახადები და ამით ხელი შეუწყონ საბიუჯეტო სახსრების დაზოგვას. ჯამში მარტსა და აპრილში ერთად 9 200-ზე მეტმა მოქალაქემ თქვა უარი“,-განაცხადა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ.

მისი თქმით, მარტის თვე უკვე შეჯამებულია და ჯამში 55 მილიონ ლარზე მეტია სამივე სახის კომუნალური მომსახურების დაფინანსებაზე სახელმწიფოს მხრიდან გაღებული.

სემეკის ინფორმაციით, მათ, ვისაც სურს სოლიდარობის ნიშნად არ ისარგებლოს ხელისუფლების მიერ დაწესებული კომუნალური შეღავათებით, მაისის სუბსიდიაზე უარის დაფიქსირება კომისიის ვებგვერდზე (www.gnerc.org/ge/covid-19) შეუძლიათ.

საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, კომუნალური შეღავათები ეხება იმ ფიზიკურ პირებს, რომელთა კომუნალური მოხმარება თვის განმავლობაში (მარტი, აპრილი,მაისი) ელექტროენერგიის შემთხვევაში არ აღემატება 200 კვტ.სთ-ს, ხოლო ბუნებრივი გაზის შემთხვევაში - 200 კუბურ მეტრს.

გარდა ამისა, კომუნალური შეღავათების ფარგლებში წყალმომარაგებისა და დასუფთავების გადასახადი დაეფარება ყველა იმ აბონენტს, რომლებიც თვის განმავლობაში (მარტი, აპრილი, მაისი) მოიხმარენ 200 კვტ.სთ-ის ჩათვლით ელექტროენერგიას და სარგებლობენ კომუნალური შეღავათებით.

წყალმომარაგებისა და დასუფთავების გადასახადი არ დაიფარება იმ მოქალაქეების შემთხვევაში, რომელთაც შეეხოთ კომუნალური სუბსიდია, თუმცა სოლიდარობის ნიშნად უარს ამბობენ შეღავათებით სარგებლობაზე.



[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მარტის კომუნალურ შეღავათზე უარი 3534-მა პირმა თქვა

მაისის კომუნალურ შეღავათზე უარის თქმა 12 ივნისამდეა შესაძლებელი
სემეკმა კომუნალურ სუბსიდირებაზე უარის თქმის პლატფორმა შექმნა
მარტის კომუნალურ შეღავათზე უარის თქმის ვადა იწურება
მთავარობა კომუნალურ გადასახადებს კიდევ ოთხი თვის განმავლობაში აანაზღაურებს
თიბისი მომხმარებელს ურჩევს, კომუნალური გადასახადები დისტანციური არხების გამოყენებით გადაიხადოს ®
ვის გადაუხდის სახელმწიფო სამი თვის კომუნალურებს