FM97.5 / LIVE

COVID-19–ით გარდაცვლილი მეათე პაციენტი 45 წლის ქალია

მთავარისიახლე, კორონავირუსი 08.05.2020
კორონავირუსით ინფიცირებული 45 წლის ქალი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდა, იგი თანმხლები მძიმე დაავადებების შედეგად გარდაიცვალა.

COVID-19–ით გარდაცვლილი მეათე პაციენტი 45 წლის ქალია

გორის სამხედრო ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ პაციენტი, ვირუსული ინფექციის ნიშნებით, 29 მარტს, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან გადაიყვანეს.

"ლუგარის კვლევით ცენტრში ჩატარებული PCR ტესტირების შედეგად, მას COVID-19 დაუდასტურდა. პაციენტს ასევე აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები, არტერიული ჰიპერტენზია, უნივერსალური სიმსუქნე. პაციენტს ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, სადაც ვლინდებოდა ორმხრივი პნევმონია, მრავლობითი ინფილტრაციები ე.წ. „ დაბურული მინის“ ტიპით.

მოგვიანებით განვითარდა ორმხრივი სპონტანური სისხლჩაქცევა თხემ-კეფის მიდამოში (ნეიროქირურგიულად შეფასდა როგორც ინოპერაბელური). მდგომარეობა შეფასდა როგორც კრიტიკული, რის გამოც ის მკურნალობას რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადიოდა. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში მკურნალობის დღიდან იყო მძიმე, რასაც განაპირობებდა თანხმლები დაავადებები. მკურნალობა მიმდინარეობდა პროტოკოლის მიხედვით. თუმცა ვირუსის შედეგად გამოწვეული სხვადასხვა დაავადებების გართულებით, ექიმების მცდელობის და ძალისხმევის მიუხედავად, დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი", – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა ოთხ აპრილს დაფიქსირდა, 79 წლის ქალს ინფექციასთან ერთად თანმხლები დაავადებები ჰქონდა. მეორე პაციენტი, 81 წლის ქალი, ხუთ აპრილს გარდაიცვალა.

მესამე, 86 წლის პაციენტი, შვიდ აპრილს გარდაიცვალა, ხოლო მეოთხე ინფიცირებული 18 აპრილს.

მეხუთე პაციენტი, 68 წლის კაცი 22 აპრილს გარდაიცვალა, ოთხი დღის შემდეგ კორონავირუსს 83 წლის კაცი ესმხვერპლა.

პირველ მაისს გარდაიცვალა მეშვიდე პაციენტი, 83 წლის კაცი. მერვე პაციენტი ორ მაისს, ხოლო მეცხრე, სამ მაისს გარდაიცვალა.

ქვეყანაში ინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 623 დადასტურებული შემთხვევაა. მათ შორის 288 გამოჯანმრთელდა, 10 კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 702 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 459.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საქართველოში კორონავირუსით 32-ე პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით 83 წლის კაცი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით მესამე პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით მეხუთე ადამიანი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით 28–ე პაციენტი გარდაიცვალა
COVID-19: საქართველოში კიდევ 11 პაციენტი განიკურნა
საქართველოში კორონავირუსით 9 პაციენტი გარდაიცვალა - 13 ოქტომბერი