FM97.5 / LIVE

იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის პრინციპით იმუშავებენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 04.05.2020
5 მაისიდან დაინტერესებული პირი ვიზიტის my.gov.ge-ზე დაჯავშნის შემდეგ, შენობაში შესვლას და სერვისის მიღებას მისთვის სასურველ დღესა და დროს შეძლებს. განსხვავებული წესი მოქმედებს 70 წლისა და მეტი ასაკის პირებისთვის, ასევე, მათთვის, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება არ შეუძლია.

იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის პრინციპით იმუშავებენ

იუსტიციის სამინოსტროში აცხადებენ, რომ სერვისის მისაღებად პირმა პორტალზე my.gov.ge კალენდარში უნდა დაჯავშნოს ფილიალში ვიზიტის თარიღი, რის შემდეგაც მიუვა მოკლე ტექსტური შეტყობინება და მითითებულ დროსა და ადგილზე შეეძლება განაცხადის გასაკეთებლად ფილიალში ფიზიკურად მისვლა. მზა დოკუმენტის გასატანად ფილიალში განმეორებით მისვლა საჭირო არ იქნება და პირს მზა დოკუმენტი ფოსტით გაეგზავნება.

მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ:

- ჯავშნის გაკეთება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ვებგვერდიდან – my.gov.ge, სადაც თვალსაჩინო ადგილზე განთავსდება ჯავშნის კალენდარი;
- დაჯავშნის შემდეგ მომხმარებელი მითითებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებს მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, სადაც აღნიშნული იქნება ვიზიტის თარიღი, ადგილი და დრო; ასევე, მომსახურების ერთჯერადი კოდი, რომელიც იუსტიციის სახლში ან საზოგადოებრივ ცენტრში მისულმა მომხმარებელმა მომსახურებამდე უნდა წარადგინოს;
- წინასწარი დაჯავშნის გარეშე იუსტიციის სახლში/საზოგადოებრივ ცენტრში მისული მომხმარებელი შენობაში ვერ მოხვდება;
- ფილიალში მისულ პირს უნდა ეკეთოს პირბადე, რის გარეშეც შენობაში არ დაიშვება;
- ფილიალში არ დაიშვებიან ბავშვები და სერვისის მისაღებად მოსული პირის თანმხლები პირები;
- ფილიალებში შესაძლებელი იქნება ყველა სერვისზე განაცხადის გაკეთება, გარდა რიტუალური ქორწინებისა;
- მომხმარებელს არ დასჭირდება მზა დოკუმენტების იუსტიციის სახლიდან/საზოგადოებრივი ცენტრიდან გატანა. მზა დოკუმენტი მას ფოსტის საშუალებით გაეგზავნება;
- იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები დაჯავშნილ ვიზიტებს მიიღებენ ყოველ დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00-დან 18:00 საათამდე;
- სერვისის დაჯავშნას მომხმარებელი ქოლცენტრის საშუალებით ან ადგილზე მისვლით ვერ შეძლებს. ვიზიტის დასაჯავშნად ვებგვერდი – my.gov.ge, უნდა იქნას გამოყენებული.

განსხვავებული წესი მოქმედებს 70 წლისა და მეტი ასაკის პირებისთვის, ასევე, მათთვის, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება არ შეუძლია. ისინი მთელ რიგ სერვისებზე განაცხადის გაკეთებას (მათ შორის, როცა პირველად იღებენ დოკუმენტს) სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ, მათ შორის ისეთ მოთხოვნად სერვისებზე, როგორებიცაა: პირადობის მოწმობა, პასპორტი, ქონების რეგისტრაცია და სხვა, ამისათვის მოქალაქემ უნდა დარეკოს იუსტიციის სახლის ცხელ ხაზზე 2 405-405 და ინფორმაცია მიაწოდოს ოპერატორს, რის შემდეგაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად ეკიპირებული სააგენტოს თანამშრომლები განაცხადის მისაღებად და საჭირო პროცედურების განსახორციელებლად დაინტერესებულ პირს 10 დღის ვადაში მის მიერ მითითებულ მისამართზე მიაკითხავენ. აღნიშნული კატეგორიის პირებისთვის ეს მომსახურება უფასოა, მზა დოკუმენტს კი, მოქალაქეები ფოსტით მიიღებენ.

იუსტიციის სახლის ფილიალები და საზოგადოებრივი ცენტრები აღნიშნული ფორმატით მომსახურებას კორონავირუსის პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის და მასთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნამდე გააგრძელებენ.

ახალი მოდელით არ გაიხსნება მხოლოდ საკარანტინო ზონაში მდებარე იუსტიციის სახლის ფილიალები და საზოგადოებრივი ცენტრები. ეს ფილიალებია: ბოლნისის და მარნეულის იუსტიციის სახლები, ასევე, კოდის, მანგლისის, თეთრიწყაროს, კაზრეთის, სადახლოს და კაჩაგანის საზოგადოებრივი ცენტრები.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შსს-ს მომსახურების სააგენტოს სერვისები იუსტიციის სახლის ფილიალებში დაინერგება
„გამოვლინდა დაჯავშნის სისტემის არაკეთილსინდისიერად  გამოყენების ფაქტები“- იუსტიციის სახლის განცხადება
ნასამართლობის შესახებ ცნობის აღება დღეიდან იუსტიციის სახლის ფილიალებშიც შეიძლება
ბორჯომსა და ახალქალაქში იუსტიციის სახლის ფილიალები აშენდება
მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მისაღებად პირმა იუსტიციის სახლს უნდა მიმართოს
‘თუ აუცილებლობა არაა, ნუ მობრძანდებით იუსტიციის სახლებში’ - წულუკიანი
ასპინძასა და ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრები აშენდება