FM97.5 / LIVE

‘სურსათს ვერ ვყიდულობთ’ – რა პრობლემები შექმნა სოფლებში მანქანით გადაადგილების შეზღუდვამ

მთავარისიახლე, საზოგადოება 23.04.2020
მანქანით გადაადგილების შეზღუდვის გამო, ადიგენში მცხოვრებმა მუსლიმებმა რამაზანისთვის საჭირო სურსათი ვერ მოიმარაგეს. ჭელას მეჩეთის წინამძღვარი ამბობს, რომ უახლოესი სავაჭრო ობიექტი დაბა ადიგენშია, რომელიც დაახლოებით რვა კილომეტრით არის დაშორებული მათი სოფლიდან.

‘სურსათს ვერ ვყიდულობთ’ – რა პრობლემები შექმნა სოფლებში მანქანით გადაადგილების შეზღუდვამ
ფოტო: Emc

24 აპრილიდან მუსლიმებისთვის რამაზანი, ანუ მარხვა იწყება, რომელიც ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. ჭელას მეჩეთის წინამძღვარი, ჯამბულ ამბულაძე ამბობს, რომ მარხვისთვის ადგილობრივებს სურსათის მომარაგება სჭირდებათ, თუმცა მანქანით გადაადგილების შესაძლებლობა არ აქვთ და უახლოესი სავაჭრო ობიექტი დაბა ადიგენში მდებარეობს, რომელიც 7-8 კილომეტრით არის დაშორებული მათი სოფლიდან:

„ჩვენთან, ჭელა, საირმე, ჭეჭლაში მაღაზია არ არის. ადიგენიდან ფეხით ვერ ამოვიტანთ სურსათს. ახლა მოდის მარხვა, რომელიც გულისხმობს, გარიჟრაჟიდან საღამომდე საჭმლისგან თავის შეკავებას, თუმცა საღამოდან გამთენიამდე შესაძლებელია მიირთვა. ჩვენ არ ვერიდებით ცხიმიანს და სხვა ტიპის საკვებს, უბრალოდ, ვცდილობთ იმ პერიოდში, როცა ჭამა დასაშვებია უფრო მეტად კალორიული საჭმელი მივიღოთ. განსაკუთრებულად ვყიდულობთ პროდუქტს, რომ მივიღოთ ყველანაირი ვიტამინი“, - ამბობს სასულიერო პირი.

იმამი მიიჩნევს, რომ შეზღუდვის გაუქმება მხოლოდ ერთი კონფესიის სასულიერო პირებისთვის არასამართლიანია: „ჩვენს სასულიერო პირებზე არ ვრცელდება შეღავათები, რომ მაგალითად მე წავიდე და რამდენიმე ადამიანს მოვუტანო სურსათი. მშივრები არ დავიხოცებით, მაგრამ დისკომფორტს ნამდვილად გვიქმნის და თუ იმ ფონს ავიღებთ, რომ ვიღაცეებს აქვთ გადაადგილების საშუალება და არ ზღუდავენ, ვიღაცეებს კი არ აქვთ ეს საშუალება, ეს უფრო მოქმედებს და უსამართლობის გრძნობას იწვევს“.

ადიგენში მცხოვრებლების 20%-ი აღმსარებლობით მუსლიმია.



ქვეყანაში მსუბუქი მანქანებით გადაადგილება 17–დან 27 აპრილამდე აიკრძალა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ შეზღუდვებით გამოწვეული დისკომფორტის შესახებ სამინისტრო ინფორმირებულია, თუმცა ეს აუცილებელი წინაპირობა იყო ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებისთვის.

„არაერთხელ განგვიცხადებია, თითოეული ეს შეზღუდვა გულისხმობს დამატებით დისკომფორტს ჩვენი მოსახლეობისთვის. ეს უკავშირდება უბრალოდ საყოფაცხოვრებო, თუ სამეურნეო საქმიანობას ამა თუ იმ სუბიექტების. ასევე, სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების შეზღუდვამ და შეზღუდვის გაგრძელებამ, ვიცით, რომ ჩვენს მოსახლეობას დამატებითი დისკომფორტი შეუქმნა“, - განაცხადა ბრიფინგზე მინისტრმა.

მისივე თქმით, მოქალაქეებმა გადაადგილებასთან დაკავშირებული კითხვებით შეუძლიათ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს მიმართონ.

„მუნიციპალიტეტების დონეზე, ყოველდღიურად შეუძლიათ, ჰქონდეთ კომუნიკაცია და მუნიციპალიტეტები მისცემენ საშვებს, დამატებით უფლებას მცირე მაღაზიების ოპერირების შემთხვევაში, ასევე დამატებით ინფორმაციას კითხვებზე, რომელიც შეიძლება, ჰქონდეთ გადაადგილებასთან დაკავშირებით“.

[თაკო ფეიქრიშვილი, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხე მანქანით გადაადგილების შეზღუდვის მოხსნის შემდეგ [ფოტო]
სასულიერო პირებს, მგალობლებს და სტიქაროსნებს მანქანებით გადაადგილების საშუალება ექნებათ – საპატრიარქო
მანქანით 3 პირზე მეტის გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნა
5 მაისიდან ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნება
რეგიონებში ავტომობილებით გადაადგილებაზე შეღავათები დაწესდა
მსუბუქი მანქანებით გადაადგილების აკრძალვის შესაძლო გაგრძელებაზე საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს
მსუბუქი მანქანებით გადაადგილების აკრძალვა 27 აპრილამდე გახანგრძლივდა