FM97.5 / LIVE

‘ ერთ დღეში 260 000-ზე მეტი ზარი შევიდა, რამაც გამოიწვია შეფერხება’ - მთავრობა 144-ზე

მთავარისიახლე, საზოგადოება 22.04.2020
პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის განმარტებით, მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზი 144 შეფერხებით იმის გამო მუშაობდა, რომ ამ ნომერზე ერთდროულად ბევრი ზარი შევიდა.

‘ ერთ დღეში 260 000-ზე მეტი ზარი შევიდა, რამაც გამოიწვია შეფერხება’ -  მთავრობა 144-ზე

144, რომელიც მთავრობის ერთიან საინფორმაციო ცხელ ხაზს წარმოადგენს და მისი საშუალებით მოქალეებმა საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვებისა და დაშვებების შესახებ ინფორმაცია უნდა მიიღონ, შეზღუდვებით მუშაობს. სოციალურ ქსელებში მოქალაქეები ჩივიან, რომ ნომერზე დარეკვისას ავტომატური მოპასუხე ირთვება და აუწყებს, რომ „ყველა ოპერატორი დაკავებულია“. მათი ნაწილი ხაზს უსვამს, იმასაც, რომ ნომერს არ ააქვს მოლოდინის რეჟიმი და ზარი ავტომატურად ითიშება.

მსგავსი პრობლემა ჰქონდა დღეს, 22 აპრილს „სამხრეთის კარიბჭესაც“. რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, რედაქცია საინფორმაციო ცენტრს ვერ დაუკავშირდა.

გარდა 144-ისა, მოქალაქეები ამბობენ, რომ შეფერხებით მუშაობს 112-იც, რომელიც გადაუდებელი შემთხვევებისთვის ფუნქციონირებს.

პრობლემების მიზეზად მთავრობაში გადატვირთულ ხაზებს ასახელებენ. პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განმარტებით, 22 აპრილს, დღის განმავლობაში 260 000 ზარზე მეტი შევიდა, რის გამოც ხაზი შეფერხებით მუშაობდა.

„ჩვენ კარგად გვესმის, რომ რეგულაციების ამოქმედების პირველ ორ დღეს განსაკუთრებულად მაღალია აქტივობა და ჩვენ მზად ვართ რომ გავუმკლავდეთ ამას. ყველას მინდა ბოდიში მოვუხადო რაიმე ფორმის შეფერხებისთვის, მაგრამ ეს ხაზი აგრძელებს მუშაობას და ჩვენ მოქალაქეებს მივაწვდით ინფორმაციას, იმ შეზღუდვებთან დაკავშირებით, რომლებიც არსებობს და იმ გამონაკლისებზე, რომლის მიხედვითაც მათ შეუძლიათ ისარგებლონ“, - განმარტავს ჩიქოვანი და ამატებს, რომ იგივე მიზეზით შეფერხდა მუშობა 112-ზეც: „მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ როდესაც ჩვენი თანამოქალაქეები 144-ზე ვერ იღებენ ინფორმაციას, საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით, ისინი მიმართავენ 112-ს.

თქვენ იცით, რომ ქვეყანაში 112 ფუნქციონირებს განსაკუთრებული შემთხვევებისთვის ეს არის ის ცხელი ხაზი, რომელიც აუცილებელია ჩვენი თანამოქალქეებისათვის, როცა მათ სურთ დაკავშირება პოლიციასთან ან სურთ მიიღონ სასწრაფო გადაუდებელი დახმარება“.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით ცხელი ხაზი -144 შეიქმნება
უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელი ხაზი საგანგებო რეჟიმში მუშაობს
შსს – 'გადაადგილების ნებართვასთან დაკავშირებით ნუ დარეკავთ 112– ზე'
112–ზე ზარი არ გადის – ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს
'თუ თვლით, რომ გაქვთ საეჭვო სიმპტომები კორონავირუსზე, გამოიყენეთ ჩვენი ცხელი ხაზი' – ჯანდაცვის მინისტრი
COVID 19 – სამცხე–ჯავახეთში ცხელი ხაზის დამატებითი ნომრები ამოქმედდა
ესპანეთში საქართველოს მოქალაქე კორონავირუსით გარდაიცვალა