FM97.5 / LIVE

დაიკეტება თუ არა სააღდგომოდ სასაფლაოები სამცხე–ჯავახეთში

მთავარისიახლე, საზოგადოება 16.04.2020
სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე სასაფლაოების დაკეტვას რეგიონის არცერთ მუნიციპალიტეტში გეგმავენ. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მოქალაქეებს სასაფლაოზე გასვლა სოციალური დისტანციის დაცვით მოუწევთ. ვითარებას ადგილზე სამართალდამცველები გააკონტროლებენ.

დაიკეტება თუ არა სააღდგომოდ სასაფლაოები სამცხე–ჯავახეთში

19 აპრილს მართლმადიდებლები აღდგომის დღესასწაულს ზეიმობენ. მოსახლეობის ნაწილი საფლავებზე, გარდაცვლილთა სულის მოსახსენებლად, კვირას, ნაწილი კი ორშაბათს გადის.

ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის გამო, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დიდ ქალაქებში მუნიციპალური სასაფლაოების დროებით დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღეს.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარტის ხელმძღვანელის, გიორგი მიქელაძის განცხადებით, ამ ეტაპზე რეგიონის არცერთ მუნიციპალიტეტთან დაკავშირებით, სასაფლაოების დაკეტვის გადაწყვეტილება არ მიუღიათ, თუმცა აღდგომის დღეებში მკაცრად გაკონტროლდება სიტუაცია.

„საკარანტინო პირობებიდან გამომდინარე გაკონტროლდება, რომ სამზე მეტი ადამიანი არ შეიკრიბოს, ასევე შემოწმდება გადაადგილება ტრანსპორტით. ძალოვანი სტრუქტურის წარომადგენლები იქნებიან ადგილზე, როგორც აქამდე ხდებოდა და თუ დახმარება დასჭირდებათ თვითმართველობების თანამშრომლებიც დაეხმარებიან, რათა არ მოხდეს დარღვევები“,– განაცხადა მიქელაძემ.

მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ საფლავების დახურვაც მოუწიოთ, რადგან აღდგომის დღესასწაულამდე კიდევ რამდინემე დღეა დარჩნილი და ამ პერიოდში შეიძლება ქვეყანაში ეპიდსიტუაცია შეიცვალოს.

„რეკომენდაციები არის ის, რომ მაქსიმალურად ყველამ უნდა შეიკავოს თავი სახლიდან გასვლისგან. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ რაც შეძლება ნაკლებად იმოძრაოს ხალხმა ქუჩებში. ვნახოთ როგორი იქნება ეპიდსიტუაცია, ეს ყველაფერი დამოკიდებულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე, თუ კატასტროფულად მოხდა ინფიცირებულების ზრდა, შეიძლება დაიკეტოს კიდეც“,– გვითხრა გიორგი მიქელაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სასაფლაოებზე წესრიგის დაცვასთან დაკავშირებით დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

აღდგომის დღეებში სასაფლაოების დაკეტვასთან დაკავშირებით პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ, გუშინ, 14 აპრილს ისაუბრა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 31 მარტიდან საქართველოში საყოველთაო კარანტინი და „კომენდანტის საათი“ მოქმედებს. მოქალაქეს, რომელიც დაარღვევს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმს 3 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრება, ხოლო იურიდიულ პირს 15 000 ლარი.

დღეიდან ოთხ დიდ ქალაქში შესვლა და გასვალა 10 დღით აიკრძალება.

15 აპრილის მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსის 306 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან 69 გამოჯანმრთელდა, ხოლო სამი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5 034 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 463.

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომსა და ახალციხეში სასაფლაოების შესასვლელებთან სამართალდამცველები იმყოფებიან [ფოტო]
შეიძლება გავხდეთ იძულებული და სასაფლაოების დახურვა მოგვიწიოს – გახარია
Covid 19  - საქართველოში კიდევ 2  ადამიანი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
COVID-19: საქართველოში გამოჯანმრთელებული 98 ადამიანია
საქართველოში კორონავირუსისგან 76 პაციენტი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა