FM97.5 / LIVE

ლიბერთის პროგრამა აპრილის პენსიების წინასწარ ჩარიცხვის მიმართულებით ყველა ასაკის პენსიონერზე ვრცელდება ®

მთავარისიახლე, რეკლამა 02.04.2020
ლიბერთი ბანკმა, 21 მარტს, საკუთარი ინიციატივითა და საკუთარი რესურსით გამოყო 100 მილიონი ლარი, რაც მოიცავდა ყველაზე სარისკო ჯგუფში შემავალი 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის აპრილის თვის პენსიის გაცემას.

ლიბერთის პროგრამა აპრილის პენსიების წინასწარ ჩარიცხვის მიმართულებით ყველა ასაკის პენსიონერზე ვრცელდება ®

ამ ინიციატივის მთავარი მიზანია 70 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის შემცირდეს პენსიის ასაღებად ბანკში მისვლის საჭიროება და აუცილებლობის შემთხვევაში მაქსიმალურად გადანაწილდეს ჩვენი ასაკოვანი მოქალაქეების ნაკადები პენსიის აღების დროს და რაც მთავარია დავიცვათ ისინი ვირუსით შესაძლო დაინფიცირების მომატებული საფრთხეებისგან.

ლიბერთი ბანკს პენსიის მიმღები ადამიანების ნაკადის გადანაწილებაში საქართველოს მთავრობის სრული მხარდაჭერა აქვს და სწორედ ამიტომ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობა გამოყოფს შესაბამის თანხებს რომლის საშუალებითაც, ამ პროგრამით სარგებლობა შეეძლება ნებისმიერი ასაკის პენსიონერს.

28 მარტიდან, პენსიების ნაღდი ფულით გაცემა შესაძლებელია მხოლოდ ბანკის მიერ წინასწარ გაცხადებული გრაფიკით, რომლის ნახვაც შესაძლებელი იქნება ვებ გვერდზე www.myliberty.ge ან 032208 მობილურიდან და 208 ქალაქის ნომრიდან.

28 მარტიდან, ყველა პენსიონერს ბარათზე დარიცხული პენსიის გამოყენება შეუძლია სავაჭრო ობიექტებსა და აფთიაქებში, ყველგან სადაც ბარათით გადახდა არის შესაძლებელი.

‘მინდა ხაზი გავუსვა და მოგმართავთ ყველას თხოვნით, არ გამოვუშვათ სახლებიდან ჩვენი ბებიები, ბაბუები, დედები და მამები, სანამ არ დარწმუნდებიან რომ მათ შეუძლიათ თავისი კუთვნილი პენსიის ნაღდი ფულით გამოტანა, თუ ესეთის საჭიროება არსებობს. ამასთანავე, თავისი ბარათით ისინი ყოველთვის შეძლებენ სარგებლობას სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქებში.’ - განაცხადა ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა.


"აპრილის პენსია წინასწარ 60+" - ხშირად დასმული კითხვები

1. ვის ეხება აპრილის პენსიის წინასწარ ჩარიცხვის პროექტი?

აპრილის პენსია წინასწარ დაერიცხა ყველა იმ პენსიის მიმღებ პირს, ვისაც ერიცხება ასაკობრივი პენსია. სხვა ტიპის პენსიის მიმღებ პირებს, პენსია ჩაერიცხებათ სტანდარტულად - 14 რიცხვში.

2. როდის შევძლებ აპრილის წინასწარ ჩარიცხული პენსიით სარგებლობას?

ბარათით გადახდისას, პენსია ხელმისაწვდომი იქნება მყისიერად, ნებისმიერ სავაჭრო ობიექტსა და აფთიაქებში, ხოლო პენსიის ნაღდი ფულით გაცემა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ბანკის მიერ წინასწარ განსაზღვრული გრაფიკით.
განაღდების გრაფიკის ნახვა შესაძლებელია ვებ გვერდზე www.myliberty.ge (თარიღის სანახავად, საკმარისია ვებ გვერდზე 11 ნიშნა პირადი ნომრის ჩაწერა), ან დარეკეთ 032 208 (მობილურიდან) 208 (ქალაქის ნომრიდან)
3. როგორ მოვიქცე, თუ არ მსურს აპრილის პენსიის წინასწარ აღება?

თანხა ჩაერიცხა ასაკობრივი პენსიის მიმღებ ყველა პირს, თუმცა თანხის დახარჯვა შეგიძლიათ სურვილისამებრ. თანხის საბანკო ანგარიშზე დატოვება, ან გატანა უფასოა.

4. ვისარგებლებ, თუ არა სერვისით „პენსია ჩარიცხვამდე“ თუ ვარ 60 წლის და მეტის?

თუ ხართ 60 წლის და მეტის, აპრილის თვეში „პენსია ჩარიცხვამდე“ სერვისით ვერ ისარგებლებთ, ვინაიდან პენსია უკვე ჩარიცხულია. „პენსია ჩარიცხვამდე“ სერვისით სარგებლობა შეუძლიათ იმ პენსიონერებს, ვისი პენსიაც ჯერ არ ჩარიცხულა და ჩაირიცხება 14 აპრილს.

5. პროექტის ფარგლებში სრულად ჩაირიცხა აპრილის თვის პენსია?

დიახ, აპრილის თვის პენსია დაგერიცხათ სრულად, მათ შორის საპენსიო დანამატიც.

6. საკომისიოს თუ ითვალისწინებს აღნიშნული პროექტი?

არა, აპრილის პენსია წინასწარ ჩაირიცხა უფროსი თაობის უსაფრთხოებისთვის, ლიბერთის ინიციატივით. პროექტის ფარგლებში პენსიით სარგებლობა უფასოა.

7. აპრილის პენსია წინასწარ ჩაერიცხა, თუ არა ნამსახურებ, მარჩენალდაკარგულ და შშმ პირებს?

აპრილის პენსია ვრცელდება მხოლოდ ასაკობრივ პენსიონერებზე.

8. გამსვლელი მოლარე როდის მომიტანს სახლში?

28 მარტიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში.

9. თუ პენსიის მიმღებმა პირმა დღეს გააკეთა მოთხოვნა ბინაზე მომსახურებაზე, ამ 10 დღის განმავლობაში შეძლებენ წინასწარ ჩარიცხული პენსიის მიტანას?

პენსიის მიმღები პირი, რომელიც ახლა დააფიქსირებს ბინაზე მომსახურების სურვილს, გამსვლელი მოლარე ოპერატორი მოემსახურება 14 აპრილიდან 8 სამუშაო დღის განმავლობაში.

10. როდის მივიღებ SMS-ს?

SMS-ს მიიღებთ აპრილის პენსიის წინასწარ ჩარიცხვისთანავე (28 მარტს). ჩარიცხული თანხით სარგებლობა შეგეძლებათ მყისიერად ბარათით გადახდისას, ხოლო SMS-ში მითითებულ თარიღში შეძლებთ ბანკომატიდან, ან სერვის ცენტრიდან პენსიის ნაღდი ფულის სახით გამოტანასაც. თარიღი ასევე შეგიძლიათ შეამოწმოთ ნებისმიერ დროს www.myliberty.ge-ზე.


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პენსიის გაცემის წესი იცვლება
1 სექტემბრიდან პენსიების გაცემის წესი იცვლება ®
ლიბერთი ბანკი საკუთარი რესურსით 100 მილიონ ლარიან პროგრამას პენსიების წინასწარ ჩარიცხვის მიმართულებით აგრძელებს ®
70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის პენსია 30 ლარით იზრდება
ეკონომიკის ზრდის პარალელურად გაიზრდება პენსია – არჩილ თალაკვაძე
'ეს დაცინვაა ხალხის' – ადგილობრივები პენსიის მატებაზე [Video]
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, პენსიონერები პენსიას 12 აპრილამდე აიღებენ