FM97.5 / LIVE

759 302 შემთხვევა მსოფლიოში – კორონავირუსს 199 ქვეყანა ებრძვის

მთავარისიახლე, კორონავირუსი 30.03.2020
30 მარტის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით ვირუსი 159 415 –მა ადამიანმა დაამარცხა. გარდაცვლილების რაოდენობა კი 36 432–ია. ამ დროისთვის ყვველაზე მეტი, 151 944 შემთხვევა ამერიკის შეერთებულ შტატებშია დაფიქსირებული.

759 302  შემთხვევა მსოფლიოში – კორონავირუსს 199 ქვეყანა ებრძვის

ჩინეთში, სადაც ახალი კორონავირუსი თავდაპირველად გავრცელდა, შემთხვევების რაოდენობა ყოველდღიურად იკლებს. ამ დროისთვის ქვეყანაში 81 470 ინფიცირებულია. ინფექციის დამარცხება კი 75 700 –მა ადამიანმა შეძლო. ამ მონაცემებით ჩინეთს აშშ–ს გარდა ესპანეთი და იტალია უსწრებენ.

ევროპაში ყველაზე მეტი, 101739 შემთხვევა იტალიაშია დაფიქსირებული. გამოჯანმრთელებული ადამიანების რიცხვი კი 14 620–ია. ცხრილში პირველია იტალია გარდაცვლილთა რაოდენობითაც. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსმა 11 591 ადამიანი იმსხვერპლა. ესპანეთში კი ამ დროისთვის 85 195 შემთხვევაა დაფიქსირებული. გამოჯანმრთელებული 16 780 ადამიანია ხოლო გარდაცვლილი – 7 340.

სხვა ქვეყნების სტატისტიკა ასეთია:

გერმანია – სულ 63,929; განკურნებული 9,211; გარდაცვლილი 560;

ირანი– სულ 41,495; განკურნებული 13,911; გარდაცვლილი 2,757;

საფრანგეთი – სულ 40,174; განკურნებული 7,202; გარდაცვლილი 2,606 ;

გაერთიანებული სამეფო – სულ 22,141; განკურნებული 135; გარდაცვლილი 1,408;

შვეიცარია – სულ 15,760; განკურნებული 1,823; სულ გარდაცვლილი 348;

საქართველოში 30 მარტის მონაცემებით კორონავირუსის 103 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 20–მა პაციენტმა ვირუსი დაამარცხა.

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა პირველად 26 თებერვალს დაფიქსირდა და ამ დროის განმავლობაში covid19-ით გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა.

ასევე, ხვალიდან საქართველო გადადის საკარანტინო რეჟიმზე, რაც იმას ნიშნავს რომ საგანგებო მდგომარეობისას შემოღებული შეზღუდვები უფრო მეტად გამკაცრდება. ასევე გამოცხადებულია ე.წ კომენდანტის საათი. 21:00 დან 06:00 –მდე იკრძალება ნებისმიერი სახის გადაადგილება ქვეყნის მასშტაბით.

[რობი ზარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

22 მარტის მონაცემებით მსოფლიოში კორონავირუსით 338 092 ინფიცირებულია
29 მარტის  მონაცემებით კორონავირუსს 199 ქვეყანა ებრძვის
მსოფლიოში კორონავირუსით 101 065 ადამიანი განიკურნა
24 საათში კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ამერიკაში დაფიქსირდა
186 ქვეყნიდან კორონავირუსით ყველაზე მეტი იტალიაში გარდაიცვალა
407 672 ინიფირებული მსოფლიოში – 24 მარტის სტატისტიკა
COVID 19 – ით ყველაზე მეტი ინფიცირებული ამერიკაშია