FM97.5 / LIVE

უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად ფრენები 26 მარტიდან იწყება

მთავარისიახლე, კორონავირუსი 25.03.2020
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად, ხუთი ჩარტერული რეისი შესრულდება, ჩამოსული მოქლაქეები კი 14 დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან.

უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად ფრენები 26 მარტიდან იწყება

როგორც, ზალკალიანმა განაცხადა, მოქალაქეებს ბილეთების შეძენასთან დაკავშირებით, ინფორმაციას რეისების შესრულებამდე რამდენიმე დღით ადრე მიაწოდებენ.

„უკვე განხორციელდა ორი ფრენა 23 მარტს, თბილისი–ბერლინი–ბათუმის მიმართულებით და 24 მარტს, ათენი–თბილისი–ათენის მიმართულებით, რომელიც შეასრულა ეგეოსის ავია ხაზებმა და ამ ორი რეისით საქართველოში დაბრუნდა საქართველოს 300 მოქალაქე. რაც შეეხება შემდეგ განრიგს ის ასეთი გახლავთ: 26 მარტს შესრულდება რეისი თბილის–ვენა–თბილისი, ხოლო 31 მარტს თბილისი–ამსტერდამი– თბილისი, ასევე 3 აპრილს–თბილისი–ვარშავა–თბილისის მიმართულებით, 7 აპრილს კი თბილისი–ათენი–თბილისის და 10 აპრილს ლარნაკა–თბილისის მიმართულებით, მგზავრთა ნაკადის ორგანიზებული მართვის და მოქალაქეების საჭიროებაზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით, ზემოთ მოცემული განრიგით განსაზღვრულ თითოეულ ფრენაზე ბილეთები ხელმისაწვდომი იქნება ეტაპობრივად და ამის შესახებ ინფორმაციას რეისების შესრულებამდე გაიგებთ რამდენიმე დღით ადრე,“ – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ზალკალიანმა ასევე აღნიშნა, რომ ფრენები რომლებიც ვენის და ამსტერდამის მიმართულებით შექმნილი ვითარების გამო გაუქმდა 26 და 31 მარტს განხორციელდება.

„რაც შეეხება უახლოეს ორ ფრენას ვენის და ამსტერდამის მიმართულებით, რომელიც შესაბამისად უნდა შესრულდეს 26 მარტს 31 მარტს , როგორც უკვე ცნობილია კომპანია აირზენას თბილისი–ვენა–თბილისის მიმართულებით 22 მარტს ჰქონდა დაგეგმილი რეგულარული რეისი, რომელიც კორონავირუისის გავრცელებასთან დაკავშირებით, ქვეყანაში შემოღებული რეგულაციების გამო გაუქმდა. ამ ეტაპზე უაღრესად მნიშვნელოვანი და აუცილებელიცაა, რომ ეს ადამიანები, რომლებიც დროებით არიან განთავსებული სხვადასხვა ადგილას, მხედველობაში მაქვს ვენა და ამსტერდამი დავაბრუნოთ სამშობლოში, სამწუხაროდ მათი რაოდენობა არ არის მცირე და ორივე საჰერო ხომალდი ფაქტობრივად სრულად ივსება,“ –თქვა ზალკალიანმა.

აღნიშნულ რეისებზე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაწესებული პროტოკოლით, მგზავრების განლაგება მოხდება ჭადრაკისებური პრინციპით.

23 და 24 მარტს განხორციელბული ფრენებით საქართველოში 300 მოქალაქე დაბრუნდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით მკაცრად გაკონტროლდება ბილეთების ფასი, რომლიც 199 ევროს არ აღემატება.

საქართველოში 25 მარტის 12:30 საათის მონაცემებით, კორონავირუსის 73 შემთხვევაა დადასტურებული. 10 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელებულად მიიჩნევა. კარანტინის რეჟიმში 4 055 პაციენტი იმყოფება, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 252. ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები ჩაკეტილია და გამოცხადებულია კარანტინის ზონებად.

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

როგორია ფრენის განრიგი უცხოეთში მყოფი ქართველებისთვის
ევროპიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანის განრიგი
ფრენების განრიგი უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის
‘გარკვეული კრიტერიუმებით ვიხელმძღვანელეთ’ – ვინ შეძლებს დაბრუნებას უცხოეთიდან
ახალი ელექტრომატარებელი ერევანი-თბილისი-ბათუმის მიმართულებით [R]
საქართველოს რკინიგზის განცხადება [R]
საქართველოს რკინიგზის განცხადება [R]