FM97.5 / LIVE

‘მაქსიმალურად შევეცადოთ სახლში დარჩენას’ - ბორჯომის ეპისკოპოსი ლაზარე

მთავარისიახლე, კორონავირუსი 23.03.2020
ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის ეპისკოპოსი ლაზარე სამადბეგიშვილი მრევლს მოუწოდებს საგანგებო მდგომარეობის შესახებ მთავრობის ყველა რეგულაცია ზედმიწევნით შეასრულონ და მაქსიმალურად შეეცადონ სახლში დარჩენას.

‘მაქსიმალურად შევეცადოთ სახლში დარჩენას’ - ბორჯომის ეპისკოპოსი ლაზარე

ეპისკოპოსი მიმართვას ესაია წინასწარმეტყველის ამ სიტყვებით იწყებს: „მოდით, ჩემო ხალხო, შედით თქვენს ოთახებში და გამოიკეტეთ კარი, მცირე ხნით შეაფარეთ თავი, ვიდრე რისხვა გადაივლიდეს“( ესაია 26 – 20 )

ღვთისმსახური მორწმუნეებს მოუწოდებს, ქვეყანაში არსებული მძიმე პრიოდი ერთმანეთზე ზრუნვით გადალახონ.

„მინდა შეგახსენოთ და მოგიწოდოთ საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის შესახებ (21.03.2020) და ზედმიწევნით შეასრულოთ ყველა ის რეგულაცია“.

გარდა ამისა, იგი მრევლს რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავს და აღნიშნავს, რომ ეპარქიის სასულიერო პირები მზად არიან მორწმუნეებთან, რომლებსაც ლიტურგიაზე დასწრება არ შეუძლიათ, სახლში მივიდნენ მსახურების შესასრულებლად.

„- ღვთისმსახურების დასწრების დროს დაცული იქნას რეკომენდირებული დისტანცია თქვენსა და სხვა ადამიანებს შორის.

- ვინც არიან რისკ-ჯგუფში შემავალი ადამიანები თქვენივე უსაფრთხოებისათვის, მოგიწოდებთ მაქსიმალურად შეზღუდოთ სხვა ადამიანებთან კონტაქტი, რათა არ შეუქმნათ საფრთხე როგორც საკუთარ თავს, ასევე სხვა ადამიანთა სიცოცხლეს.

- მაქსიმალურად შევეცადოთ სახლში დარჩენა და გავაძლიეროთ ლოცვები წმინდა სინოდის განჩინებისამებრ: „მამაო ჩვენო“, „ღვთისმშობელო ქალწულო“, „გიხაროდენ“ და მოწყალებისა კარი განგვიღე“. ასევე შეგიძლიათ ნებისმიერი ლოცვა.

- საჭიროებისამებრ ჩვენი ეპარქიის სასულიერო პირები მზად არიან, ვისაც სურვილი აქვს თავად ესტუმრონ სახლებში და შესაბამისი მსახურება ჩაუტარონ“, - ნათქვამია ეპისკოპოსის განცხადებაში.
ღვთისმსახური ლაზარე (სამადბეგიშვილი)ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მმართველად 2017 წლის იანვარში დაინიშნა. იგი მანამდე ავსტრია-გერმანიის ეპარქიაში მოღვაწეობდა.


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის ხელმძღვანელად ეპისკოპოსი ლაზარე დაინიშნა
საქრთველოს საპატრიარქოს მიმართვა მორწმუნეთადმი
თამაზ ლომიძის ინფორმაციით, გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიის დროებით მმართველად მიტროპოლიტი გერასიმე დაინიშნა
ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიას დროებითი მმართველი ჰყავს
აბასთუმანში ხანძრის ჩაქრობაში სასულიერო პირები ერთვებიან
‘ ნუ მიხვალთ ეკლესიაში სალოცავად, ილოცეთ სახლში, ეკლესიის კარი ვერ დაიკეტება ‘ – იმნაძე მრევლს
საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი ვაზგენ მირზახანიანი ეპარქიას ტოვებს