FM97.5 / LIVE

ახალციხეში მოქმედ რელიგიურ სალოცავებს დეზინფექცია უტარდება

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 13.03.2020
ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ კათოლიკურ და სომხურ ტაძრებს, ასევე სინაგოგასა და მუსლიმურ სასწავლებელს დეზინფექცია ჩაუტარდა. სამუშაოებს შესასრულებლად მოლაპარაკება მიმდინარეობს მართლმადიდებლური მხარესთან.

ახალციხეში მოქმედ რელიგიურ სალოცავებს დეზინფექცია უტარდება
რელიგიური უმცირესობების სალოცავებში, ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებმა დეზინფექცია დღეს, 13 მარტს ჩაატარეს. ისინი ვალისა და ახალციხის კათოლიკურ ტაძრებში, ებრაულ სინაგოგასა და სომხურ ეკლესიებში უკვე იმყოფებოდნენ.

„ახალციხის მუნიციპალიტეტიდან იყვნენ. ჩაატარეს დეზინფექცია და გვითხრეს რომ 24 საათის განმავლობაში არ შეიძლება შესვლა, ამიტომ ხვალინდელი ლოცვა არ ჩატარდება. 24 საათის შემდეგ სველი წესით უნდა დავასუფთაოთ ეკლესია. ხალხმა წინასწარ იცოდა რომ მოვიდოდნენ, მრევლს აქვს ინფორმაცია. ჩემი აზრით, მსგავსი დასუფთავება წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ხდებოდეს“, - ამბობს ვალის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მიხეილ სურმავა.

სამუშაოები ჩატარდა ახალციხის სინაგოგაშიც: „იყვნენ მოსულები და ჩაატარეს დეზინფექცია“, - ამბობს ებრაელთა კავშირის თავმჯდომარე სიმონ ლევიშვილი.

დეზინფექციის სამუშაოებთან დაკავშირებით, უმცირესობების წარმომადგენლებმა ინფორმაცია რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული წარმომადგენლისგან მიიღეს.

„უკვე დასრულდა უმცირესობების სალოცავებისა და მუსლიმური სასწავლებლის დეზინფექცია. ახლა მართლმადიდებელ ეკლესიასთან უნდა იყოს შეთანხმება, იმის გამო, რომ დეზინფექციის შემდეგ, სასურველია 24 საათი არ შევიდნენ შენობაში. აქედან გამომდინარე, მეუფესთან არის შესათანხმებელი, როდის უნდა ჩატარდეს წირვა. კათოლიკეებთან და სომხურ ეკლესიასთან შევთანხმდით, რომ 24 საათი არ ჩატარდება“, - ამბობს სააგენტოს სამცხე-ჯაავხეთის რეგიონული წარმომადგენლი ელვბარდ ზაზაძე და ამატებს, რომ სამცხე-ჯავახეთის სხვა მუნიციპალიტეტებშიც რელიგიური კონფესიების სალოცავების დეზინფექცია ადგილობრივმა თვითმმართველობამ უნდა გააკეთოს.

ცნობისთვის, ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა, ხელშეკრულებით აიყვანა ორი თანამშრომელი, რომლებიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა საჯარო შენობას დეზინფექციას ჩაუტარებენ.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

წირვა–ლოცვის შემდეგ ტაძრებში უნდა ჩატარდეს დეზინფექცია – საპატრიარქო
ბორჯომში ქუჩების დასუფთავება და რეცხვა-დეზინფექცია მიმდინარეობს®

ახალციხეში მიკროავტობუსებს დეზინფექცია ჩაუტარდათ
ახალციხის ქუჩები მოირეცხა და დეზინფექცია ჩაუტარდა ®
კორონავირუსთან დაკავშირებით ახალციხეში მიკროავტობუსებს დეზინფექციას ჩაუტარებენ
სამცხე-ჯავახეთში შენობების დეზინფექციისთვის ორგანიზაციებს რიგში დგომა უწევთ
ბორჯომში კორპუსებსა და ეზოებს დეზინფექცია უტარდებათ ®