FM97.5 / LIVE

ირანის მოქალაქე, რომელმაც ბოქსირებული პალატის კარი გატეხა და გამოვიდა, აბასთუმანში გადაიყვანეს

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 27.02.2020
ირანის მოქალაქე თბილისის ინფექციური საავადმოფოს ბოქსირებული პალატიდან თვითნებურად გუშინ, 26 თებერვალს გამოვიდა, თუმცა სამედიცინო პერსონალმა ის უკან შეაბრუნა. დღეს კი 14-დღიანი კარანტინის გასავლელად აბასთუმნის ფილტვის ცენტრში მოათავსეს.

ირანის მოქალაქე, რომელმაც ბოქსირებული პალატის კარი გატეხა და გამოვიდა, აბასთუმანში გადაიყვანეს

ინფექციურ საავადმყოფოში ამბობენ რომ პაციენტს ვირუსი არ ჰქონდა, თუმცა ბოქსირებული განყოფილების დატოვების უფლება არ ჰქონდა.

„ემოციურად იყო დატვირთული. გატეხა კარადა, რომელსაც ამოაძრო პატარა ნაწილი, იმ ნაწილით გააღო კარი და გამოვიდა. მართალია, ის საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა, რადგან არის ჯანმრთელი, თუმცა, მისთვის კარანტინის გავლა სავალდებულოა. ეს ადამიანი საქართველოში 25 თებერვალს შემოვიდა ირანიდან აზერბაიჯანის გავლით. მას ჰქონდა მსუბუქი ხველა, გადმოიყვანეს ჩვენთან, ჩაუტარდა შესაბამისი გამოკვლევა და არ დაუდასტურდა კორონავირუსი. ამჟამად გადაყვანილია აბასთუმანში, კარანტინში“, - განუცხადა „რადიო თავისუფლებას“ ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინე ენდელაძემ.

ახალგაზრდა მამაკაცმა ბოქსირებული განყოფილების თვითნებურად დატოვების შემდეგ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ჯანმრთელი იყო, რისთვისაც მადლობას იხდიდა, რა დროსაც ინფექციური საავადმყოფოს ექიმებმა ბოქსირებულ განყოფილებაში ძალის გამოყენებით დააბრუნეს.

გუშინ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. კორონავირუსი აღმოაჩნდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ირინიდან აზერბაიჯანის გავლით საქართველოში შემოდიოდა. ინფიცირებული პაციენტი საზღვრიდან გადაიყავნეს ინფექციურ საავადმყოფოში.

ამ დროსთვის აბასთუმანის ფილტვის ცენტრში დაკვირვების ქვეშ 15 პაციენტი იმყოფება. ისინი კარანტინს 14 დღიანი იმუნიზაციის პერიოდის გასვლის შემდეგ დატოვებენ, იმ შემთხვევაში, თუ ვირუსი არ გამოუვლინდებათ.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსით მესამე პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 54 პაციენტიდან 5 ბავშვია
კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტებიდან ერთი 15 წლისაა
კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 4 პაციენტი გარდაიცვალა
კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა