FM97.5 / LIVE

რა წერია ახალციხის მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის გეგმაში

მთავარისიახლე, საზოგადოება 11.02.2020
ახალციხის მუნციპალიტეტში ნარჩენების მართვის ხუთწლიანი გეგმა დამტკიცდა. დოკუმენტში აქტივობები 2020-2023 წლებზეა გაწერილი. მასში ურნებისა და სპეციალური ტექნიკის შეძენასთან, ასევე ტრენინგებისა და საინფორმაციო კამპანიის წარმოებასთან ერთად, საუბარია მოსაკრებელზეც, რომლის ამოღების მაჩვენებელიც ძალიან დაბალია.

რა წერია ახალციხის მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის გეგმაში

მცირე ზომის ურნების შეძენა-დამონტაჟება, სტიქიური ნაგავსაყრელების ლიკვიდაცია, ნარჩენების შეგროვებისთვის შესაბამისი სპეც. ტექნიკის შეძენა, ასევე სოციალური რეკლამის მომზადება და თანამშრომლების დატრენინგება - ეს აქტივობები ნარჩენების მართვის გეგმაშია გაწერილი. დოკუმენტი საკრებულოს სხდომაზე 2019 წლის დეკემბერში გავიდა და მას დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს.

„სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული გვაქვს ურნების შეძენა და დამონტაჟება. დიდი ზომის კონტეინერები შევიძინეთ და დავდგით, შესწავლის შესაბამისად კიდევ დავამატებთ. ასევე ერთ-ერთი საკითხია სტიქიური ნაგავსაყრელების ლიკვიდაცია, მერის წარმომადეგნლების მეშვეობით ვიგებთ ამაზე ინფორმაციას და ამის მიხედვით ვაწვდით კონტრაქტორ კომპანიებს. ისინი მუშობენ ამასთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით წინსვლა გვაქვს“, - განაცხადა სხდომაზე ახალციხის მერის მოადგილემ, რუბენ კარაპეტიანმა.

მისივე თქმით, 2020 წლისთვის იგეგმება სპეციალური ტექნიკის შეძენაც, მათ შორის, ქუჩის სარწყავი მანქანის. ამისთვის თანხა 850 000 ლარია განსაზღვრული. დაფინანსებისთვის, მუნიციპალიტეტი დონორის მოძიების პროცესშია.

ასევე დონორის დახმარებით უნდათ, დამგველი მანქანისა (800 000 ლარი) და ნარჩენების შეგროვებისთვის შესაბამისი ტექნიკის (110 000 ლარი) შეძენა.

გეგმაში შედის ნარჩენების დახარისხებისთვის განკუთვნილი ბუნკერების დადგმა ქალაქ ვალეში, ახალციხის სკვერსა და გარკვეულ საბავშო ბაღებში.

ხუთწლიანი გეგმა ასევე მოიცავს ნარჩენების მართვის მომსახურებისათვის მოსაკრებლის ამოქმედებასაც. თუმცა 2020 წლისთვის მოსაკრებლის ამოღებასთან დაკავშირებით რაიმე სიახლე არ იგეგმება.

ახალციხის მერიაში აცხადებენ, რომ ნაგვის გადასახადის ქვითრები წელიწადში ერთხელ რიგდება და ზედ აბონენტის ნომერიც დატანილია. შესაბამისად, ადგილობრივები ნაგვის მოსაკრებელს, როგორც სოფლების, ასევე ქალაქის მასშტაბით ამ სისტემით იხდიან. თუმცა გადასახადის ამოღების მაჩვენებელი დაბალია, რადგან იგი საკანონმდებლო ჩარჩოებში მოქცეული არ არის.

„ათასმა ადამიანმა რომ არ გადაიხადოს, სარჩელს ვერ შეიტან სასამართლოში, ფიზიკურად შეუძლებელია. ეს უფრო სოციალური პასუხისმგებლობის თემაა, რომ მოსახლეობამ გაითავისოს და გადაიხადოს. ფიზიკურ პირებთან დაკავშირებით ყველა მუნიციპალიტეტში არის ამოღება ძალიან დაბალი. ამიტომ საჭიროა საკანონმდებლო დონეზე შემუშავება“, - ამბობს ახალციხის მერიის ეკონომიკური დაგეგმვის ადგილობრივი მოსაკრებლებისა და გადასახადების განყოფილების უფროსი გიორგი თედორაძე.

ამ ეტაპზე მოსახლეობა თანხას სულადობის მიხედვით იხდის, ერთ სულზე 0.50 თეთრს, მაქსიმალური თანხა კი ორი ლარია.

რაც შეეხება ნარჩენების შეგროვებასა და გატანას, მუნიციპალიტეტმა მომსახურების უზრუნველყოფისთვის ტენდერი 1 124 943 ლარზე გამოაცხადა. მასში მონაწილეობა მხოლოდ შპს „კეთილმოწყობამ“ მიიღო.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ნარჩენების მართვა – დისკუსია ახალციხეში
დღეიდან ახალციხელები ნარჩენების მოსაკრებელს გადაიხდიან
ახალციხის მუნიციპალიტეტისთვის ნარჩენების მართვის გეგმა  შემუშავდა

რა თანხა ამოიღო მერიამ ერთ წელში ახალციხეში დასუფთავების გადასახადიდან
ქაღალდი, მინა, პლასტმასი და მეტალი – ნარჩენების დახარისხება სავალდებულო ხდება
საქართველო მყარი ნარჩენების სეპარირება-გადამუშავებაზე გადადის
ახალციხეში ნარჩენების მართვაზე იმსჯელეს