FM97.5 / LIVE

ახალქალაქში, ბურნაშეთისა და ბარალეთის სკოლებში ბიბლიოთეკები მოეწყო

მთავარისიახლე, განათლება 10.02.2020
საგანმანათლებლო, შემეცნებითი და მხატვრული ლიტერატურა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ბურნაშეთის ერთმა და ბარალეთის ორმა სკოლამ მიიღო. აქ მცხოვრები ახალგაზრდებისთვის კი, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ საჯარო ლექცია გამართა.

ახალქალაქში, ბურნაშეთისა და ბარალეთის სკოლებში ბიბლიოთეკები მოეწყო

ბურნაშეთის ერთ და ბარალეთის ორ - ქართულ და სომხურენოვან სკოლებში საგანმანათლებლო მოძრაობა „ეკვილიბრიუმის“ ფარგლებში, ბიბლიოთეკები მოეწყო. აქ ქართული და ინგლისურენოვანი ლიტერატურა საგანმანათლებლო რესურსცენტრთან შეთანხმებით შეიტანეს.

პარალელურად, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ წიგნიერებასა და განათლებაზე საჯარო ლექცია გამართა.

სამცხე-ჯავახეთის სოფლებში „ეკვილიბრიუმის“ ფარგლებში ბიბლიოთეკების მოწყობის ინიციატივა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს ეკუთვნის, რომელიც ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს - “ახალქალაქის მუნიციპალიტეტის განვითარება“.

„ახალქალაქის მუნიციპალიტეტში შექმნა „ადგილობრივი განვითარების ჯგუფი“ (LAG), რომელმაც ჩამოაყალიბა სასწავლო ცენტრი. იგი ახალგაზრდებს სთავაზობს ინტენსიური ინგლისური, ქართული ენის შემსწავლელ კურსებს, ხატვის კურსებს და ა.შ. გადავწყვიტეთ, განათლების კომპონენტის გაძლიერების მიზნით, ამ პროექტში ჩაგვერთო საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლად, „ეკვილიბრიუმის“ფარგლებში, სხვადსხვა რეგიონებში ახორციელებს პროექტს, თუმცა იგი სამცხე-ჯავახეთს არ მოიცავდა“, - ამბობს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოფლის განვითარების და პროფესიული სწავლების დეპარტამენტის უფროსი, ნანა ქაშაკაშვილი.

პროექტის ფარგლებში, ბიბლიოთეკა ახალქალაქის 12 სკოლაში მოეწყო, მთლიანობაში ორგანიზატორები 62 სკოლაში შესვლას გეგმავენ.

აქტივობა ყოველ თვეში ერთხელ, შაბათ-კვირას იმართება: „თვეში ერთხელ მაინც, შაბათ-კვირას LAG -ის სასწავლო ცენტრში იმართება გიორგი კეკელიძის საჯარო ლექციები და ჩვენი კურსდამთავრებულები იღებენ მონაწილეობას. მეორე დღეს კვირას, ჩვენ მივდივართ სოფლებში, სადაც გადასცემენ წიგნებს და მათი ბიბილიოთეკები მდიდრდება წიგნებით“, - განმარტავს ქაშაკაშვილი.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო
გიორგი კეკელიძე: ახალქალაქის სოფლებში ბიბლიოთეკები და საკვირაო სკოლები გაიხსნება
ახალქალაქის 8 სკოლაში ბიბლიოთეკები მოეწყო
ახალქალაქის ოთხ სოფელში ბიბლიოთეკები მოეწყო
არჩევანი –  განათლებული და განვითარებული საქართველო
ევროკავშირის ელჩი საქართველოში სამცხე–ჯავახეთს სტუმრობს
საფეხური: საკვირაო სკოლები და ბიბლიოთეკები ჯავახეთის სოფლებში [აუდიო]