FM97.5 / LIVE

GDI: ხელისუფლება ცდილობს შეამციროს გამოხატვის თავისუფლება და კრიტიკული აზრის არსებობა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 31.01.2020
GDI-ის განცხადებით, 2019 წლის აქციების ძალადობრივი დაშლა და დაკავებები ცხადყოფს, რომ ხელისუფლება სამართლებრივი ჩარჩოს უგულებელყოფით ზღუდავს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას. ასევე სავალალოა ხელისუფლების პოლიტიკა დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის მიმართ.

GDI: ხელისუფლება ცდილობს შეამციროს გამოხატვის თავისუფლება და კრიტიკული აზრის არსებობა

„საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“ (GDI) ანგარიშის „გამოხატვის თავისუფლება საქართველოში“ პრეზენტაცია დღეს, 31 იანვარს გამართა.

ანგარიშში წერია ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების კუთხით ბოლო პერიოდში არსებული მდგომარეობის ანალიზი.

„2019 წლის 20 ივნისის აქციის ძალადობრივი დაშლის და დაკავებების, 2019 წლის 18 და 26 ნოემბრის აქციების დაშლის და დაკავებების, ასევე 2019 წლის 30-31 დეკემბერს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კარვების აშლის და ადმინისტრაციული დაკავებების ანალიზი ცხადყოფს, რომ ხელისუფლება სამართლებრივი ჩარჩოს უგულებელყოფით ზღუდავს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას. ხშირ შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოები შერჩევითი სამართლიანობის პრინციპით რეაგირებენ მანიფესტანტთა ქმედებებზე. სამართალდამცავები განსაკუთრებით მკაცრი მიდგომით ხელისუფლების მიმართ კრიტიკული აზრის გამომხატველი მანიფესტაციის მიმართ გამოირჩევიან. მსგავსი მიდგომა კი ცხადყოფს, რომ სამართალდამცავთა ქცევა არა სამართალდარღვევაზე რეაგირებას, არამედ გამოხატვის შინაარსის შეზღუდვის მიზანს ემსახურება", – ვკითხულობთ ანგარიშში.

„საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივის“ განმარტებით, “ღირსების მარშის”, ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენების ირგვლივ განვითარებული მოვლენების ანალიზი ცხადყოფს, რომ ხელისუფლება არაჯეროვნად ასრულებს მასზე დაკისრებულ პოზიტიურ ვალდებულებას და არ იღებს ადეკვატურ ზომებს პირთა მიერ შეკრება-მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის უზრუნველსაყოფად - მესამე პირების მხრიდან გაუმართლებელი ჩარევის აღსაკვეთად.

არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ სავალალოა ხელისუფლების პოლიტიკა დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის მიმართ.

„ნიკა გვარამიას, ავთანდილ წერეთელის სისხლისსამართლებრივი დევნის, ზურაბ გუმბარიძის გამოკითხვების, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელის ირგვლივ განვითარებული მოვლენების, ტვ კავკასია, ტვ პირველის მიმართ წარმოებული შერჩევითი საგადასახადო პოლიტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ ხელისუფლებას შერჩევითი სამართლიანობის პრინციპით პირდაპირი იერიში მიაქვს დამოუკიდებელ და თავისუფალ მედიაზე.

შემაშფოთებელია მმართველ წრეებში გამოვლენილი ტენდენცია რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის აღკვეთის მოტივით გამოხატვის თავისუფლების მზღუდავი რეგულირებების დაწესებასთან დაკავშირებით.

ფაქტია, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კუთხით ყველა მიმართულებით მნიშვნელოვან პრობლემებს ვაწყდებით ქვეყანაში. ტენდეცია აჩვენებს, რომ ხელისუფლების ყველა შტო ერთობლივად ცდილობს მაქსიმალურად შეამციროს გამოხატვის თავისუფლების ფარგლები და მოთოკოს მისდამი კრიტიკული აზრის არსებობა საკანონმდებლო ჩარჩოს გამკაცრებით, ადმინისტრაციული პრაქტიკისა თუ, სასამართლოს გადაწყვეტილებების გზით, რაც პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის გაუარესებასთან“.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში მიმდინარე აქციას ომბუდსმენი ეხმაურება
ნინო ლომჯარია - აქციის დროს ძალადობა ცდება შეკრების და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს
არასამთავრობოები პარლამენტს მოუწოდებენ არ მიიღოს კანონი რელიგიურ გრძნობებზე
საია 20–21 ივნისის აქციებზე: შსს–მ გამოიყენა უკანონო და არაპროპორციული ძალა
არასამთავრობოების განცხადება საჯარო მოსამსახურეთა მიერ აზრის გამოხატვის შეზღუდვასთან დაკავშირებით
სახალხო დამცველის მოწოდება ხელისუფლებას 17 მაისთან დაკავშირებით
ომბუდსმენი: კანონპროექტი 'რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე' გამოხატვის თავისუფლებას ეწინააღმდეგება