FM97.5 / LIVE

ფარეხის გზაზე, სადაც ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა კამერების დამონტაჟებას ითხოვენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 09.12.2019
ადიგენი-ახალციხის დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ ფარეხასთან, ბოლოს სამ თვეში, ორი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. მოსახლეობა აღნიშნულ მონაკვეთზე ე.წ ჭკვიანი კამერების დამონტაჟებას ითხოვს.

ფარეხის გზაზე, სადაც ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა კამერების დამონტაჟებას ითხოვენ

ადიგენში მცხოვრები ქეთი ქიმაძე ახალციხე–ადიგენის დამაკავშირებელ გზას ყოველდღიურად გადის, ამბობს, რომ სოფელ ფარეხასთან გზა განსაკუთრებით საშიშია, რადგან აქ მანქანები დიდი სიჩქარით მოძრაობენ.

„ვფიქრობ, რომ კამერების დაყენებით ავტოსაგზაო შემთხვევები შემცირდება. ეს გზა არის ძალიან საშიში, არავინ იცი ხვალ ვინ იქნება გადაჭარებებული სიჩქარის მსხვერპლი“, – ამბობს ქეთი.

„კიდევ რამდენი ახალგაზრდის სიცოცხლე უნდა შეეწიროს ამ ადგილს, ბარიერები ან ვიდეო კამერები უნდა გაკეთდეს. არ ვიცი ვის უნდა მივმართოთ, მაგრამ მიკვირს მიმართვის გარეშეც რატომ არ აქვთ რეაგირება?!“- ამბობს ახალციხეში მცხოვრები თეა გავაშელი.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიმარტეს, ე.წ ჭკვიანი კამერების დასამონტაჟებლად აუცილებელია მოსახლეობამ მერიას მიმართოს.

„თუ მოსახლეობა კონკრეტულ ადგილზე ითხოვს ჭკვიანი კამერების დაყენებას, პირველ რიგში უნდა მიმართოს მერიას, შემდეგ ჩვენ გვიკავშირდება მერია და შესაბამის ზომებს ვიღებთ. ამ ეტაპზე არ შემოსულა ჩვენთან მსგავსი ტიპის მიმართვა“- გვითხრეს შსს-ში.

მოსახლეობის მოთხვნის შემდეგ გეგმავს რეაგირებას, ახლციხის მუნიციპალიტეტის მერიაც.

„მსგავსი სახის მოთხოვნა არ შემოსულა. თუ შემოვა შესაძლებლობის ფარგლებში გავითვალისწინებთ“, – ამბობს მერიის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთერთობის განყოფილების ხელმძღვანელი, ია გოგატიშვილი.

კამერების დამონტაჟების მოთხოვნით ქეთი ქიმაძემ სოციალურ ქსელშიც დაწერა. მის სტატუსს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

„რათ უნდა ამას ხელმოწერები, აქამდეც უნდა მოეფიქრებინათ! მომხრე ვარ ვიდეო კონტროლის! თვითონ პოლიცია არ ფიქრობს?!“ – წერენ სოციალურ ქსელში.

ფარეხის გზაზე 28 ოქტომბერს ერთმანეთს სატვირთო მანქანა და „მერსედესი“ შეეჯახა, შემთხვევის შედეგად და–ძმა ადგილზე გარდაიცვალა, დედა კი მძიმედ დაშავდა.

მეორე შემთხვევა, ამავე გზაზე ორ დეკემბერს მოხდა, დიდი სისწრაფით მოძრავი „ლექსუსის“ მარკის მანქანა რამდენჯერმე ამოტრიალდა, შემთხვევის შედეგად სამი ახალგაზრდა გარდაიცვალა აქედან ორი ადგილზე, მესამე კი მოგვიანებით საავადმყოფოში.

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ფარეხის გზაზე ავარიის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა [ფოტო/ვიდეო]
ავარია  ფარეხის გზაზე  – გარდაცვლილია 60 წლამდე კაცი [ფოტო]
ფარეხის გზაზე  მანქანა დაიწვა [ფოტო]
ადიგენში ამომცნობი და ზოგადი ხედვის 13 კამერა დამონტაჟდება
სოფელ ფარეხასთან ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა
ფარეხასთან ავარიისას დაშავებული მესამე ახალგაზრდაც გარდაიცვალა
ფარეხის გზაზე ავარიისას დაშავებული ქალის მდგომარეობა მძიმეა