FM97.5 / LIVE

ხმაური 'ოცნების' დეპუტატის ბიუროში - რას ითხოვს აბულის მოსახლეობა

მთავარისიახლე, საზოგადოება 05.12.2019
დღეს, ხუთ დეკემბერს ხმაური იყო ნინოწმინდა–ახალქალაქის დეპუტატის ენზელ მკოიანის ბიუროში. აბულის მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას სოფელში ბუნებრივი აირის შეყვანას, გზის მოასფალტებას და სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას სთხოვს.

ხმაური 'ოცნების' დეპუტატის ბიუროში - რას ითხოვს აბულის მოსახლეობა
ფოტო: ენზელ მკოიანი

დეპუტატის ბიუროში შეხევდრას, ახალქალქის მერი იური უნანიანი და საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანიც ესწრებოდა.

„აბული ქალაქიდან ყველაზე შორი დასახლებაა. ჩვენთან ყველაზე დიდხანს გრძელდება ზამთარი, არ გვაქვს ბუნებრივი აირი, გათბობა რომ გვინდა მეზობელ სოფელში, კარტიკამში მივდივართ. ხუთ კილომეტრში გადის გაზი. რით ვეღარ გააკეთეს?! ასევე არ გვაქვს გზაც. სოფელში მოსახლეობამ გავაკეთეთ ე.წ ცივი წყარო, რითაც ვსარგებლობდით, მაგრამ ესეც აგვიკრძალეთ და გვითხარით, რომ არ გამოდგება სასმელად“, – აცხადებენ ადგილობრივები jnews.ge-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოში.

ადგილობრივები ასევე, სოფლის კლუბის რეაბილიტაციასა და სკვერის მოწყობას ითხოვენ.

ახალქალაქის მერის იური უნანიანის განმარტებით, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში სოფლამდე მისასვლელი გზის მოასფალტებაა გათვალისწინებული.

„ადგილობრივებმა იციან, რომ ეს პრობლემები ერთ დღეში არ მოგვარდება. 2020 წლის ბიუჯეტში გზის საკითხი გათვალისწინებულია, გაზი ჩვენ არ გვეხება ეს სახელმწიფოს საკითხია. რაც შეეხება წყალს, გაზაფხულზე გავაკეთებთ, გავარემონტებთ რაც საჭიროა“,-ამბობს უნანიანი.

ენზელ მკოიანმა "სამხრეთის კარიბჭეს" სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. მოსახლეობასთან შეხვედრის ფოტოები დეპუტატმა საკუთარ ფეისბუქის გვერდზე ატვირთა, სადაც წერია, რომ სოფელ აბულის გაზიფიცირების საკითხი 2020 წელს მოგვარდება.

ხმაური 'ოცნების' დეპუტატის ბიუროში - რას ითხოვს აბულის მოსახლეობა
ფოტო: ენზელ მკოიანი

[მარიამ ბარძიმაძე, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქის 22 სოფელს ბუნებრივი აირი არ აქვს
‘თუ იქნება ხალხის მოთხოვნა, კენჭს დამოუკიდებელ კანდიდატად ვიყრი’ - ენზელ მკოიანი
ენზელ მკოიანი წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგძობს [R]
სათხეში ახლადგახსნილ ეთნოგრაფიულ  მუზეუმში ‘ოცნების’ დეპუტატის ფოტო გამოფინეს [ფოტო]
ოლავერდის სკოლაში 40 000 ლარად საპირფარეშო გააკეთეს, მაგრამ ვერ იყენებენ
‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე
პარლამენტარის ძმამ და ახალქალაქის მერის წარმომადგენელმა იჩხუბეს