FM97.5 / LIVE

სახელმწიფო რწმუნებულმა და მერმა მიმდინარე პროექტები დაათვალიერეს ®

მთავარისიახლე, რეკლამა 13.11.2019
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ ახალციხის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს.

სახელმწიფო რწმუნებულმა და მერმა მიმდინარე პროექტები დაათვალიერეს ®

ხელმძღვანელი პირები ქალაქ ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე არსებული N1 საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნენ. საბავშვო ბაღში ოთხი ჯგუფი გააგრძელებს ფუნქციონირებას, სადაც თანამედროვე სტანდარტების მქონე, კეთილმოწყობილ გარემოში 120 აღსაზრდელი შეძლებს სკოლამდელი აღზრდის უნარ-ჩვევების მიღებას.

სახელმწიფო რწმუნებულმა და მერმა ასევე, ქალაქ ახალციხის მეორე საჯარო სკოლაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს.

პროექტით გათვალისწინებულია სკოლის ოთხსართულიან შენობაში, ყველა სართულზე სველი წერტილებისა და ელექტრო გაყვანილობის სისტემის მოწყობა.

ხელისუფლების წარმომადგენლები ქალაქ ახალციხეში მლაშიხევის არხის (არსებული კოლექტორიდან წმ. დავითისა და კონსტანტინეს ქუჩამდე) სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც გაეცნენ. აღნიშნული კოლექტორის რეაბილიტაციით მიმდებარე დასახლებაში, რუსთაველისა და გვარამაძის ქუჩების მცხოვრებლებისთვის მრავალწლიანი პრობლემა გვარდება. პროექტი სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 657 340 ლარით ფინანსდება.

ასევე, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში კლდეში და აგარაში, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ამბულატორიების მშენებლობის პროცესს გაეცნენ. სამუშაოები თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი ერთსართულიანი შენობის აშენებას და ეზოს კეთილმოწყობას ითვალისწინებს.

სახელმწიფო რწმუნებულმა და მუნიციპალიტეტის მერმა მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, თითოეული პროექტის მიმდინარეობა და ამ დროისთვის შესრულებული სამუშაოები ადგილზე განიხილეს.

სახელმწიფო რწმუნებულმა და მერმა მიმდინარე პროექტები დაათვალიერეს ®

სახელმწიფო რწმუნებულმა და მერმა მიმდინარე პროექტები დაათვალიერეს ®

სახელმწიფო რწმუნებულმა და მერმა მიმდინარე პროექტები დაათვალიერეს ®

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მლაშიხევის არხის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება ®
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადიგენში ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს ®
ახალციხის N1 საბავშვო ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ®
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ამბულატორიების მშენებლობა-რეაბილიტაცია  მიმდინარეობს ®
ზაზა მელიქიძემ ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა ®
ახალციხის №1 საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელები კეთილმოწყობილ გარემოში შეძლებენ თამაშს ®
სოფელ აგარაში ამბულატორია შენდება