FM97.5 / LIVE

ახალციხის საკრებულოს წევრები ამომრჩეველს ანგარიშს წარუდგენენ

მთავარისიახლე, პოლიტიკა 31.10.2019
ახალციხის საკრებულოს დეპუტატები საკუთარი, ერთწლიანი მუშაობის შედეგებს ამომრჩეველს პირველ ნოემბერს გააცნობენ. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად, ანგარიშის წარდგენის ვალდებულება საკრებულოს ყველა წევრს აქვს.

ახალციხის საკრებულოს წევრები ამომრჩეველს ანგარიშს წარუდგენენ

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 88-ე მუხლის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს წევრები ვალდებული არიან, წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს პირველი ნოემბრისა, მოაწყონ საჯარო შეხვედრები მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან და წარუდგინონ მათ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, ანგარიშის განხილვისას უპასუხონ მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები მსგავს ანგარიშს ამომრჩეველს პირველ ნოემბერს 15:00 საათზე წარუდგენენ. როგორც საკრებულოს თავმჯდომარე, გელა ნოზაძე ამბობს, ამ დრომდე შეხევდრის მოწყობა იმის გამო ვერ მოხერხდა, რომ დეპუტატთა ნაწილი მივლინებაში იმყოფება.

„რამდენიმე დეპუტატი ფიზიკურად არ არის საქართველოში, ორი მათგანი კი მივლინებაშია. ამიტომ პირველ ნოემბერს, ამავე დარბაზში ყველა დეპუტატი, ოპოზიციიდან და პოზიციიდან ამომრჩეველს ჩვენს ანგარიშებს წარვუდგენთ. ეს შეიძლება ვინმესთვის ცოტა მოსაწყენი იყოს, მაგრამ აუცილებლობას წარმოადგენს“, - აცხადებს ნოზაძე.

თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად, საკრებულოს წევრების მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშზე დასწრება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ყველა ამომრჩეველს შეუძლია.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საკრებულოს თავმჯდომარემ და კომისიებმა, წლიური ანგარიში ვადის ამოწურვის ბოლო დღეს წარადგინეს
დღეს ახალციხის გამგებელი 2015 წლის ანგარიშს წარადგენს
ახალციხის დეპუტატებმა მოსახლეობას 1 ნოემბრამდე ანგარიში უნდა ჩააბარონ
ახალციხის დეპუტატებს მოსახლეობასთან არცერთი საჯარო შეხვედრა არ გაუმართავთ
ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე საზოგადოებას  ანგარიშს ჩააბარებს
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გელა ნოზაძე გახდა
ახალციხის საკრებულოს დეპუტატების ყოველთვიური ხარჯი 500 ლარამდე გაიზარდა