FM97.5 / LIVE

არალში საკრებულოს შუალედურ არჩევნებში 'ოცნების' კანდიდატმა გაიმარჯვა

მთავარისიახლე, არჩევნები 27.10.2019
N3 არლის საარჩევნო უბანზე ზურაბ ფეიქრიშვილმა 875 ხმა მიიღო, 12 კი გაბათილდა. საკრებულოს შუალედურ არჩევნებში "ქართული ოცნების" კანდიდატს კონკურენტი არ ჰყავდა.

არალში საკრებულოს შუალედურ არჩევნებში 'ოცნების' კანდიდატმა გაიმარჯვა

N3 საარჩევნო უბანზე ხმა არალის და წარბასთუმნის მოსახლეობამ მისცა. 1 466 ამომრჩევლიდან კენჭისყრაზე 887 მათგანი მივიდა.

დღის განმავლობაში საჩივარი არ დაწერილა, თუმცა პროცედურული დარღვევების გამო ორჯერ, რეგისტრატორებს ახსნა–განმარტების დაწერა მოუწიათ. პირველ შემთხვევაში, რეგისტრატორმა ამომრჩეველს ხელი სხვა ადგილზე მოაწერინა, მეორე შემთხვევაში კი ამომრჩევლებმა ხმა ჟურნალში ხელის მოწერის გარეშე მისცეს.

"მთელი დღის განმავლობაში აქტივობა იყო ნორმალური, 887 ამომრჩეველი მოვიდა. უბანი დაიხურა 20:00 საათზე და პროცესმა მშვიდად ჩაიარა. არჩევნების ეს ეტაპიც გავიარეთ. ბიულეტენების რაოდენობა დაემთხვა სიებს. ახლა შემაჯამებელი ოქმი დაიწერება" - განაცხადა N3 საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ ზაურ ჩილინგარაშვილმა.

როგორც ყველა არჩევნებზე, დღესაც "ოცნების" მხარდამჭერები სპეციალური სიებით იდგნენ და აღრიცხავდნენ, ვინ მივიდა კენჭისყრაზე და ვინ არა.

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალში შუალედური არჩევნები ყოფილი დეპუტატის ლაზარე ჩილინგარაშვილის გარდაცვალების გამო გაიმართა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

18:00 საათის მონაცემებით არლის უბანზე 772 ამომრჩეველი მივიდა
არალში საკრებულოს შუალედური არჩევნები ტარდება
ადიგენის  საოლქომ  საკრებულოს შუალედური არჩევნების შემაჯამებელი ოქმი შეადგინა
არლის დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ ფეიქრიშვილი საარჩევნო უბანზე მივიდა
N3 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურა დასრულდა
N3 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორს ახსნა–განმარტება დააწერინეს
N2 აბასთუმნის საარჩევნო უბანი 20:00 საათზე დაიხურა