FM97.5 / LIVE

‘მომხრე ვარ საქართველოში აშშ-ს ბაზების განთავსების’ - სამხედრო ექსპერტი

მთავარისიახლე, პოლიტიკა 25.10.2019
ექსპერტი, უსაფრთხოების საკითხებში, თეონა აქუბარდია ამბობს, რომ ამერიკული ჯარების საქართველოში განთავსება, იქნება დამატებითი უსაფრთხოების კომპონენტი რუსული აგრესიის საპირისპიროდ. თუმცა, ლუკ კოფის მოსაზრება მხოლოდ იდეაა და მის განხორციელებას ორივე მხარის ნება სჭირდება.

‘მომხრე ვარ საქართველოში აშშ-ს ბაზების განთავსების’ - სამხედრო ექსპერტი

ანალიტიკოსი ლუკ კოფი, რომელიც ცნობილია ინიციატივით, საქართველოს ნატოში დაჩქარებული გაწევრიანების მეთოდის შესახებ, სოციალურ ქსელში კიდევ ერთ იდეას აქვეყნებს. მისი აზრით, სირიიდან წამოსული აშშ-ს ჯარი საქართევლოში, კერძოდ, ახალქალაქში ძველი რუსული ბაზის ტერიტორიაზე შეიძლება განთავსდეს.

უსაფრთხოების ექსპერტი, თეონა აქუბარდია ამბობს, რომ ეს მხოლოდ იდეაა და ბაზების განთავსებას ორივე ქვეყნის ნება სჭირდება, როგორც შეერთებული შტატების, ასევე საქართველოს მთავრობის: „ეს არის იდეა და ამ იდეის ამაზე მეტი განხილვა უკვე კონკრეტული სამუშაო პროცესია".

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, იმისი განხილვა, თუ რამდენად უსაფრთხო იქნება აშშ-ს ჯარების საქართველოში განლაგება, მიზანშეწონილი არ არის: „საქართველოს უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია ყველა შესაძლო გზების განხილვა და მუშაობა. საქართველოს აქვს კონსტიტუციაში ჩაწერილი, რომ ნატოში გაწევრიანება არის ქვეყნის ეროვნული ინტერესი, რათა უსაფრთოხების ქონა არის მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, ალტერნატივად შეიძლება იყოს განხილული ასევე შეერთებული შტატების სამხედრო ბაზების განთავსება საქართველოში, თუმცა ეს მხოლოდ და მხოლოდ იდეის დონეზეა. მიუხედავად ამისა, მე პირადად ვიქნებოდი მომხრე შეერთებული შტატების ბაზის განთავსების საქართველოში, იმიტომ, რომ ეს იქნება დამატებითი უსაფრთხოების კომპონენტი რუსული აგრესიის საპირისპიროდ“.

ექსპერტი ამბობს, რომ ამ ეტაპზე საფრთხე რუსული მხარეა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მცოცავ აგრესიას აგრძელებს.

„რუსეთი განიხილავს საქართველოს სუვენერულ არჩევანს, როგორც საფრთხეს. ამ შემთხვევაში, ნატოში გაწევრიანება აღქმულია მათი მხრიდან, როგორც მისი ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევა. ნებისმიერი სამხედრო სწავლება, რომელიც საქართველოში ტარდება, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, განიხილება რუსეთის მიერ, როგორც საფრთხე. მაგრამ აქ საუბარია ჩვენი ინტერესი რა არის და როგორ მოვახერხებთ ამ ინტერესების უზრუნველყოფას, იმიტომ, რომ რუსეთს არა მხოლოდ ის არ მოეწონება, რომ საქართველოში სამხედრო ბაზა იყოს, არამედ არ მოსწონს ისიც, რომ ჩვენ გავხდეთ ნატოს წევრები“, - ამბობს თეონა აქუბარდია.

ანალიტიკოსმა ლუკ კოფიმ შემოთავაზება 25 ოქტომბერს სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ლუკ კოფი: აშშ-ს შეუძლია, გამოიყენოს ძველი რუსული ბაზა ახალქალაქში
მითები NATO-ს შესახებ
რა არის ამერიკის შეერთებული შტატების როლი  საქართველოს უსაფრთხოებაში?
'ნატო-ში გაწევრიანება, მშვიდობიანი, უსაფრთხო და დემოკრატიული განვითარების გარანტია'
მითები NATO-ს შესახებ [R]
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში [R]
გამოკითხვა: რა არის მთავარი ბარიერი ნატოში გაწევრიანების გზაზე? [Video]