FM97.5 / LIVE

NDI: უმრავლესობის აზრით 20 ივნისის ღამით ძალადობაზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 19.09.2019
„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა, 43% მიიჩნევს, რომ 20 ივნისის ღამეს, ძალადობაზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა.

NDI: უმრავლესობის აზრით 20 ივნისის ღამით ძალადობაზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა

კვლევის მიხედვით, 68%-ის აზრით, ხელისუფლებამ გადამეტებული ძალა გამოიყენა საპროტესტო აქტიების მონაწილეთა დასაშლელად, ხოლო 22% მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ სათანადო ძალა გამოიყენა.

კითხვაზე, თუ გადამეტებული ძალა იქნა გამოყენებული, თქვენი აზრით, გატარდა თუ არ გატარდა სათანადო ღონისძიებები მათ მიმართ, ვინც გადამეტებული ძალა გამოიყენა? 71 % მიიჩნნევს, რომ სათანადო ღონისძიებები არ გატარდა.

გამოკითხულთა 68%-მა იცოდა, რომ დემონსტრაციების შემდეგ, „ქართული ოცნება“ დათანხმდა საპროტესტო აქციის მონაწილეების ერთ-ერთ მოთხოვნას, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარებულიყო.

აქციის მონაწილეების კიდევ ერთ მოთხოვნას, რომელიც შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ეხებოდა, გამოკითხულთა 46% ეთანხმება, ხოლო 39% მიიჩნევს, რომ მინისტრი არ უნდა გადამდგარიყო.

საერთო ჯამში, გამოკითხულთა 59%-მა ცუდად ან ძალიან ცუდად აფასებს მთავრობის პასუხს 20 ივნისის მოვლენებზე და შემდგომ საპროტესტო აქციებს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

NDI- გამოკითხულთა 64% მთავრობის მუშაობას ცუდად აფასებს
NDI: მთავრობის საქმიანობას გამოკითხულთა 56% ცუდად, 36% კი დადებითად აფასებს
NDI: გამოკითხულთა 63%-ის აზრით, კრიმინალის დონე გაიზარდა
ინსტიტუტებიდან ყველაზე უარყოფითად პარლამენტის საქმიანობას აფასებენ– NDI
NDI - გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე ცუდად პარლამენტის და სასამართლოს საქმიანობას აფასებს
საია 20–21 ივნისის აქციებზე: შსს–მ გამოიყენა უკანონო და არაპროპორციული ძალა
NDI- გამოკითხულთა 67% ქვეყანაში მთავარ ეკონომიკურ პრობლემად უმუშევრობას მიიჩნევს