FM97.5 / LIVE

ორფოლოში სამხედრო სწავლების დახურვას მთავრობის პირველი პირები დაესწრნენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 09.08.2019
ორფოლოში, მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2019“ დასრულდა. დახურვის ოფიციალურ ცერემონიას პრემიერ–მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და მთავრობის სხვა წევრები დაესწრნენ.

ორფოლოში სამხედრო სწავლების დახურვას მთავრობის პირველი პირები დაესწრნენ

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spirit 2019, რომელსაც საქართველო წელს მეცხრედ მასპინძლობს დღეს, ცხრა აგვისტოს დასრულდა.,

დახურვის ოფიცილაურ ცერემონიაზე, მონაწილე ქვედანაყოფების საჩვენებელი წვრთნებით მოეწყო. რომელიც არტილერიის მხარდაჭერით თავდაცვით და შეტევით ოპერაციებს მოიცავდა.

საჩვენებლი წვრთნის შემდეგ, Agile Spirit 2019-ში მონაწილე პირად შემადგენლობას სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, თავდაცვის მინისტრმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა და საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა მიმართეს. მათ პირად შემადგენლობას მრავალეროვნული წვრთნების წარმატებით ჩატარება მიულოცეს და სამომავლოდ წარმატება უსურვეს.

მოგვიანებით კი, სწავლებაში მონაწილე პირადი შემადგენლობის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

წელს მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2019 სამ ლოკაციაზე - სენაკში, ორფოლოსა და ვაზიანში პარალელურად მიმდინარეობდა. დღეს საჩვენებელი სწავლება ვაზიანში, მე-11 პოლიგონზეც გაიმართა.

მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2019 საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის და აშშ-ის ევროპის სარდლობებმა ჩაატარეს.

სამხედრო წვრთნების სცენარი სამეთაურო-საშტაბო და საველე კომპონენტებს ითვალისწინებდა. სწავლებაში მონაწილეობა ნატოს წევრი და პარტნიორი 14 ქვეყნის 3000-ზე მეტმა სამხედრომ მიიღო, მათ შორის - საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, ნორვეგია, ბელგია, ბულგარეთი, საბერძნეთი, მონტენეგრო, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა. სწავლების მიზანი საქართველოს, აშშ-სა და პარტნიორ ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის გაძლიერება, მრავალეროვნულ გარემოში ოპერატიული შესაძლებლობების გაუმჯობესება და შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება იყო.

ორფოლოში სამხედრო სწავლების დახურვას მთავრობის პირველი პირები დაესწრნენ

ორფოლოში სამხედრო სწავლების დახურვას მთავრობის პირველი პირები დაესწრნენ

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას უმასპინძლებს
მრავალეროვნული სწავლების „Agile Spirit 2016” ღია კარის დღე
ორფოლოში სამხედრო სწავლება Agile Spirit 2017 გაიხსნება
ორფოლოში მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2016“ დასრულდა[Photo]
სამხედრო სწავლებისათვის განკუთვნილი ამერიკული ჯავშანტექნიკა ახალციხეში შემოაქვთ
პრეზიდენტი ორფოლოში სამხედრო სწავლების გახსნის ცერემონიას დაესწრო
ორფოლოში საჩვენებელი წვრთნები მოეწყო [Photo]