FM97.5 / LIVE

22 წლის მოგზაური ახალციხიდან [ფოტო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 09.08.2019
ქალაქ ვალეში მცხოვრებმა მერაბ ჩიტაშვილმა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობა, სამი წლის წინ დაიწყო. ლოკაციებს სპონტანურად გეგმავს, ყველა ქვეყნიდან მონეტები და ბილეთები ჩამოაქვს. საყვარელი ქვეყანა ჩინეთია და ოცნებობს იქ ცხოვრებაზე.

22 წლის მოგზაური ახალციხიდან [ფოტო]

პირველად სოფლის მეურნეობის პროგრამით, 2016 წელს გაემგზავრა ჩინეთში, სწორედ ჩინეთში ყოფნის შემდეგ გადაწყვიტა მოგზაურობა დაეწყო.

„ჩინეთში ვიყიდე კარავი და გადავწყვიტე, ჩემით დამეწყო მოგზაურობა. ჩამოსვლის შემდეგ ზუსტად ასე მოვიქეცი. მეგობრებიც გავიჩინე, ვისაც საერთო ინტერესები გვქონდა, ვისაც მოგზაურობა უყვარდა და ამის შემდეგ მეგობრებთან ერთად დავდივარ“, – ამბობს მერაბი ჩიტაშვილი.

მისი თქმით, ბევრჯერ სპონტანურად ღამის სამ საათზეც მიუღია გადაწყვეტილება, რომ დილით მოეკიდა ზურგჩანთა და სახეტიალოდ წასულიყო. მოგზაურობით გატაცებულს სამსახურიც შესაბამისი შესთავაზეს.

„მეორე წელია გიდად treveler.ge -ზე ვმუშაობ. ნახეს რომ ბევრს ვმოგზაურობდი და ძალიან ბევრ ადგილზე ვიყავი ნამყოფი მოკლე დროში“ , –ამბობს მერაბი.

22 წლის მოგზაური ახალციხიდან [ფოტო]

მოგზაურობისას ბევრი საინტერესო და სახიფათო ამბები გადახდენია.

„მე და ჩემი მეგობრები ლეჩხუმში ვიყავით, ხვამლის მთისკენ მიმავალ გზაზე, ღამე კემპინგის დროს, ტურები შემოგვესივნენ, ერთი საათის განმავლობაში ვიგერიებდით, კიდევ კარგი ბევრი შეშა გვქონდა და მთელი ღამე ცეცხლთან ვისხედით“ , – იხსენებს მერაბ ჩიტაშვილი.

მოგზაურობისას ბილეთებსა და მონეტებს აგროვებს:„ჩინეთში ორჯერ ვიყავი, ვიმოგზაურე საფრანგეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში და თურქეთში. ახლა ვგეგმავ იორდანიაში, კვიპროსში, ავსტრიაში და საბერძნეთში წასვლას“.

მისი სურვილია, რომ იცხოვროს ჩინეთში. მომავლის გეგმები არ აქვს, უყვარს სპონტანური გადაწყვეტილებების მიღება. სურს ამაზონის ჯუნგლებში და აფრიკაში მოგზაურობა.

22 წლის მოგზაური ახალციხიდან [ფოტო]

22 წლის მოგზაური ახალციხიდან [ფოტო]

[ნათია გულიაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ჩინეთში კიდევ ერთი ქართული ღვინის სახლი გაიხსნა [R]
ავანგარდი: მოგზაური ახალციხიდან [აუდიო]
ჩინეთში, შერეულ ორთაბრძოლებში ახალციხელმა სპორტსმენმა გაიმარჯვა
ჩინეთში ‘შუა დერეფნის’ განვითრების შესაძლებლობები განიხილეს ®
დააზღვიე მოგზაურობა და მოიგე კინოს ბილეთები ®
‘ერთი სარტყელი, ერთი გზის’ - ჩინეთში საერთაშორისო ფორუმი გაიმართა [R]
ახალციხეში ჩინელები კორონავირუსთან დაკავშირებით გამოკითხეს