FM97.5 / LIVE

ჩინეთში, შერეულ ორთაბრძოლებში ახალციხელმა სპორტსმენმა გაიმარჯვა

მთავარისიახლე, საზოგადოება 13.01.2017
შერეული ორთაბრძოლების შეჯიბრში MMA_ში WLF_ის ვერსიით, ახალციხის კლუბ „13 LEGION“-ის სპორტსმენმა ამირან გოგოლაძემ მსოფლიოს საუკეთესო მებრძოლებს შორის იასპარეზა და გაიმარჯვა.

ჩინეთში, შერეულ ორთაბრძოლებში ახალციხელმა სპორტსმენმა გაიმარჯვა

ბრძოლა წესების გარეშე შეჯიბრი ჩინეთის ქალაქ ჟენგჟოუში, 6 იანვარს გაიმართა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან 64 მონაწილეს შორის ახალციხელი მებრძოლი ამირან გოგოლაძე ერთადერთი იყო, რომელმაც პირველ რაუნდში მე–40 წამზე ნოკაუტით დაამარცხა ჩინელი მეტოქე.

სპორტსმენი შეჯიბრზე ტრამვირებული ხელით ასპარეზობდა.

„შეჯიბრს სხვა გამარჯვებულებიც ჰყავდა, თუმცა არცერთ მათგანს მეტოქე ნოკაუტში არ ჩაუგდია და ისე არ გაუმარჯვია, ეს მხოლოდ ჩვენმა სპორტსმენმა გააკეთა“, - აცხადებს კლუბ „13 LEGION“-ის პრეზიდენტი და მწვრთნელი მიხეილ მესხი. მისივე თქმით, ქართველი სპორტსმენი ტურნირის საუკეთესო მებრძოლადაც დაასახელეს.

ჩინეთში გამართულ შეჯიბრზე 64-მა მონაწილემ სულ 32 ბრძოლა გამართა.

როგორც „13 LEGION“'–ის პრეზიდენტი აცხადებს, ახალციხელი სპორტსმენები კიდევ ერთი ტურნირისათვის ემზადებიან, რომელიც ისევ ჩინეთში ჩატარდება, აქ ახალციხიდან მონაწილეობას სამი სპორტსმენი მიიღებს.

კლუბი, სახელწოდებით – „13 LEGION“, ახალციხეში 2014 წელს ჩამოყალიბდა. კლუბში 15-მდე პროფესიონალი სპორტსმენია შედის, რომელებიც სხავასხვა საერთაშორისო ჩემპიონატებში იღებენ მონაწილეობას. ამის გარდა, აქ ორთაბრძოლებით დაინტერესებული 50-მდე მოხალისე ირიცხება.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხელი სპორტსმენის, ამირან გოგოლაძის წარმატება ინგუშეთში
ახალციხელმა ამირან გოგოლაძემ  ფინელი სპორტსმენი დაამარცხა [video]
მე–13 LEGION-ის სპორტსმენი IFC–ის ქამრის მფლობელი გახდა
ახალციხელი სპორტსმენი მიშა მესხი IFC–ის ქამრის მფლობელი გახდა
ახალციხელმა სპორტსმენმა რუსეთის სახელით მებრძოლი დაამარცხა [Video]
თაობა მაXიმუმი: სპორტსმენები "მეცამეტე ლეგიონიდან" [Video]
'მე-13 ლეგიონის' სპორტსმენმა უკრაინელი მეტოქე დაამარცხა [ვიდეო]