FM97.5 / LIVE

ვიდეოკამერებით დაფიქსირებული დარღვევები და ჯარიმები სამცხე-ჯავახეთში

მთავარისიახლე, საზოგადოება 07.08.2019
2019 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით პერიოდში, სამცხე-ჯავახეთში 12 ნომრის ამომცნობი ვიდეოკამერა დამონტაჟდა. დარღვევების შედეგად, მძღოლების მიერ ექვს თვეში გადახდილმა თანხამ 695 400 ლარი შეადგინა.

ვიდეოკამერებით დაფიქსირებული დარღვევები და ჯარიმები სამცხე-ჯავახეთში

სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით, დასახლებულ პუნქტებსა და საავტომობილო გზებზე ნომრის ამომცნობი და ზოგადი ხედვის კამერებია განთავსებული. მათგან 2019 წლის იანვრიდან 12 ნომრის ამომცნობი კამერა დამატებით განთავსდა ბორჯომსა და ნინოწმინდაში, ხოლო 40 ზოგადი ხედვის კამერა ახალციხეში, ადიგენში, ასპინძასა და ნინოწმინდაში. აღნიშნულ რაოდენობას ემატება 2018 წელს დამონტაჟებული ვიდეოკამერებიც, თუმცა ორი წლის მონაცემები, თუ სად რამდენი კამერაა დამონტაჟებული, ამ ეტაპზე, ინფორმაცია არ გვაქვს.

რეგიონში, ექვსი თვის განმავლობაში სულ 13 142 ვიდეოჯარიმა დაიწერა და თანხამ 695 400 ლარი შეადგინა.

მათგან ყველაზე მეტი ვიდეოჯარიმა ბორჯომში ფიქსირდება. აქ მძღოლები ძირითადად სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმდებიან. ექვსი თვის მონაცემებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125 მუხლის პირველი ნაწილით, ბორჯომში სულ 10 947 ჯარიმა დაიწერა. ეს მუხლი ითვალისწინებს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ისა. ჯარიმის ღირებულება 50 ლარია. მთლიანობაში თანხამ 549 250 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ახალციხის მუნიციპალიტეტს, 2019 წელს, აქ ვიდეოკამერებმა 330 ჯარიმა დააფიქსირეს. მძღოლები, ფიზიკური და იურიდიული პირები, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით დაჯარიმდნენ, რაც გულისხმობს, იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვა პირისთვის სამართავად გადაცემას, რომელსაც დადგენილი წესით არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება.

ფიზიკური პირები 50 ლარის ოდენობით დაჯარიმდნენ, იურიდიული პირები კი, 200 ლარით. საბოლოოდ, ახალციხეში ვიდეოჯარიმებისგან მიღებულმა თანხამ 23 100 ლარი შეადგინა.

მიმდინარე წელს ვიდეოჯარიმები კიდევ ერთ მუნიციპალიტეტში, ახალქალაქში დაიწერა, აქ 784 მძღოლმა საკუთარი ავტოსატრანსპორტო საშულება, რომელსაც ტექნიკური ინსპექტირება არ გაუვლია, სამართავად სხვას გადასცა. ჯარიმებმა 39 200 ლარი შეადგინა.

გარდა ვიდეოჯარიმებისა, 2019 წლის ექვსთვიან პერიოდში, რეგიონში დაფიქსირდა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის 37 424 ფაქტი. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად გამოვლენილი დარღვევების რაოდენობა ასე გამოიყურება:

- მანქანის მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ან ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად, შემოწმებისათვის თავის არიდება - 262 შემთხვევა.

- მანქანის მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ან ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად, შემოწმებისათვის თავის არიდება, როდესაც მძღოლს არ აქვს მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის - 33 შემთხვევა.

- მანქანის მართვა, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება - 25 შემთხვევა.

- იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვა პირისთვის სამართავად გადაცემა, რომელსაც არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება - ფიზიკური პირებისთვის 1979 შემტხვევა, იურიდიული პირებისთვის -180.

- მანქანის მართვა პირის მიერ, რომელსაც არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის - 220 შემთხვევა.

- სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა არასრულწლოვნისათვის ან იმ პირისათვის, რომელსაც არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის - 111 შემთხვევა.

- ქვეითებთან მიმართებით საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა - 102 ფაქტი.

- სატრანსპორტო საშუალებით ბავშვთა გადაყვანის უსაფრთხოების წესების დარღვევა - 96 შემთხვევა.

შსს-ს ინფორმაციით, მუნიციპალიტეტებში დამონტაჯებული ვიდეოკამერებისთვის დაჯარიმების ფუნქციის ჩართვა ხდება მხოლოდ იმ ადგილებში, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად მოწესრიგებულია. კერძოდ, განთავსებულია საგზაო გამაფრთხილებელი და სიჩქარის შემზღუდავი ნიშნები, მოწესრიგებულია საგზაო მონიშვნები, გზის საფარი და ფუნქციონირებს შუქნიშნები.

ამავე თემაზე ნახეთ:

ადგილები სამცხე–ჯავახეთში, სადაც 115 სათვალთვალო კამერაა განთავსებული კამერაა განთავსებული

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რომელ სამართალდარღვევაზე რამდენ ქულას დაკარგავენ მძღოლები
ორ დღეში მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა  ამოქმედდება
რომელი დარღვევა რამდენი ქულაა – ინფორმაცია მძღოლებისთვის
გამოკითხვა: რას ფიქრობენ ახალციხეში მართვის მოწმობის 100-ქულიან სისტემაზე [Video]
სამცხე–ჯავახეთის საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსანს მართვის უფლება ჩამოერთვა
აწყურში ტრაილერი გადაბრუნდა
მანქანის ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მართვა სისხლის სამართლის წესით დაჯარიმდება