FM97.5 / LIVE

საქსტატი 2018 წლის დაავადებების სტატისტიკას აქვეყნებს

მთავარისიახლე, საზოგადოება 31.07.2019
საქსტატის განცხადებით, ავადობის 20 ძირითადი ჯგუფიდან, მოსახლეობაში ყველაზე მეტად გავრცელებულია სუნთქვის ორგანოების (რომელზეც მოდის დაავადებათა 32 პროცენტი), ასევე საჭმლის მომნელებელი სისტემისა (17 პროცენტი) და სისხლის მიმოქცევის სისტემის (8 პროცენტი) ავადმყოფობები.

საქსტატი 2018 წლის  დაავადებების სტატისტიკას აქვეყნებს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, პირველად დადგენილი დიაგნოზით მოსახლეობის ავადობა, დაავადებათა ძირითადი ჯგუფების უმეტესობაში, ზრდის ტენდენციით ხასიათდება.

საქსტატის ინფორმაციით, ზოგიერთი ინფექციური და პარაზიტული ავადმყოფობების რაოდენობა გაიზარდა 14.1 პროცენტით; სიმსივნეების – 10.3 პროცენტით; საჭმლის მომნელებელი სისტემის ავადმყოფობების – 30.7 პროცენტით; კანისა და კანქვეშა ქსოვილის ავადმყოფობების – 5.6 პროცენტით; ძვალ-სახსართა სისტემის და შემაერთებელი ქსოვილების ავადმყოფობების – 5.6 პროცენტით.

გაზრდილია შარდ-სასქესო სისტემის ავადმყოფობების შემთხვევები- 3.8 პროცენტით, ორსულობის, მშობიარობის და ლოგინობის ხანის – 14.1 პროცენტით, პერინატალურ პერიოდში წარმოშობილი ცალკეული მდგომარეობის – 57.2 პროცენტით, თანდაყოლილი ანომალიების – 7.4 პროცენტით, ხოლო ტრავმები, მოწამვლები და გარეშე მიზეზების ზემოქმედების ზოგიერთი სხვა შედეგები გაზრდილია 53.5 პროცენტით.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განცხადებით, 2018 წლის მონაცემებით, საქართველოში ფუნქციონირებდა 271 საავადმყოფო.

საქსტატის განცხადებით, საავადმყოფოებში საწოლთა ფონდმა 16 ათასი შეადგინა. რაც შეეხება საავადმყოფოში დაყოვნების მაჩვენებელს, ეს მონაცემი 2018 წელს 4.9 დღე იყო (2017 წელს – 5.2 დღე), ხოლო დატვირთვა – 187.2 დღე (2017 წელს – 180.5 დღე).

სტატისტიკის მიხედვით, 2018 წელს ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებების რაოდენობამ 2283 შეადგინა. აღნიშნულ დაწესებულებებში ექიმთან მიმართვების რიცხვი, წლის განმავლობაში, 12 260 ათასს გაუტოლდა, რაც 6.7 პროცენტით მეტია 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
2018 წლის მონაცემებით, საქართველოში დასაქმებულია 31.4 ათასი ექიმი (ძირითადი პერსონალი), რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 3 995 ერთეულით (14.6 პროცენტით) აღემატება.

საქსტატი 2018 წლის  დაავადებების სტატისტიკას აქვეყნებს

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

2017 წლის იანვარში საქართველოს საგარეო ვაჭრობა 22 %-ით გაიზარდა
საქსტატი: 2014 წელს რეგისტრირებული ქორწინებების რაოდენობა შემცირდა
სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით  2015 წელს გარდაცვლილთა რაოდენობა 0,7%–ით გაიზარდა
საქსტატი: განქორწინების რიცხვი ყველაზე მაღალი 1 წლამდე ხანგრძლივობის  ქორწინებაშია
საქსტატი: იანვარ-მაისში საგარეო სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა
საქართველოდან საზღვარგარეთ ემიგრაციაში წასულთა რაოდენობა თითქმის 100 ათასს შეადგენს
'საქსტატის' მონაცემებით თებერვალში ფასები გაიზარდა