FM97.5 / LIVE

ჭერულას ტაძრის გალავანში ჩადგმულ ფანჩატურს დაშლიან

მთავარისიახლე, საზოგადოება 15.08.2019
საქეიფო ფანჩატურს, რომელიც სოფელ ბურნაშეთის მცხოვრებლებმა XII - XIV საუკუნის ჭერულას ტაძრის ეზოში მოაწყეს, ახალქალაქის მერის თქმით, დემონტაჟს გაუკეთებენ.

ჭერულას ტაძრის გალავანში ჩადგმულ ფანჩატურს დაშლიან

ახალქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ჭერულას ტაძრის გალავანში მდებარე საქეიფო ფანჩატურის საქმეზე მოკვლევა დასრულებულია. მერიამ ბურნაშეთის მცხოვრებლებს, რომლებმაც ფანჩატური ჩადგეს, მისივე დემონტაჟისთვის ორ კვირიანი ვადა მისცა.

„ადმინისტრაციული წარმოება უკვე დასრულდა და 15 დღიანი ვადაც მივეცით დემონტაჟისთვის. ახლა ველოდებით როდის მოშლიან“, – ამბობს ახალქალაქის მერი იურიკ უნანიანი.

სოფელ ბურნაშეთის მცხოვრებლების ინფორმაციით, ჭერულას ტაძრის ეზოში, ფანჩატური რვა წლის წინ ჩადგეს, თუმცა საწინააღმდეგოს ამტკიცებს პუბლიცისტი კუკური მეტრეველი. მისი თქმით, გამორიცხულია აღნიშნული ნაგებობა ერთ წელზე მეტს ითვლიდეს.

„შენობასაც ეტყობა, რომ რვა წლის წინ ჩადგმული არაა, თუმცა ახლა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, მიხვდნენ იმას, რომ ისტორიული ტაძრის ეზოში მსგავსი რამ მიუღებელია“, – ამბობს კუკური მეტრეველი.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად ჭერულას ტაძარს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის სტატუსი აქვს მინიჭებული, შესაბამისმა კომისიამ კი უკვე მიიღო გადაწყვეტილება მისი უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, თუმცა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ჯერ ამის შესახებ ბრძანება არაა დაწერილი.

[რობი ზარიძე, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქის მერია: ‘ჭერულას ტაძრის გალავანში მდგარი ფანჩატური დავშალეთ’
ჭერულას ტაძარს ძეგლის სტატუსი მიენიჭება
‘მე ტაძარი მტკივა’ - ჭერულას ტაძრის გალავანთან საქეიფო ფანჩატური ჩადგეს
ჭერულას ტაძართან ფანჩატურის ჩადგმის ფაქტს ახალქალაქის მერია შეისწავლის
ტიმოთესუბნის ტაძარში ჩადგმულ ხის კარადას დაშლიან
ბორჯომის პარკს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ქართულ სუფრას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა