FM97.5 / LIVE

ახალქალაქში გაფიცულ მუშებს კომპანია დაჰპირდა, რომ ხელფასს 24 ივლისს აუნაზღაურებენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 23.07.2019
კომპანია „დემირიოლსერვისის“ წარმომადგნლები ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე დასაქმებული მუშებისთვის ხელფასის დარიცხვას ხვალ, 24 ივლისს გეგმავენ. მუშები კი პროტესტის გაგრძელებას ანაზღაურების მიღებამდე აპირებენ.

ახალქალაქში გაფიცულ მუშებს კომპანია დაჰპირდა, რომ ხელფასს 24 ივლისს აუნაზღაურებენ

დღეს, 23 ივლისს, ახალქალაქში გაფიცულ მუშებს კომპანია „დემირიოლსერვისის“ ცენტრალური ოფისის ხელმძღვანელობა შეხვდა: “ჩამოვიყვანე კომპანიის წარმომადგენლები და შევახვედრე მუშებს. შეთანხმდნენ, რომ აუნაზღაურდებათ აუცილებლად ხელფასი და ხვალიდან დაიწყებენ ჩვეულებრივად მუშაობას. მატარებლიდან ტვირთიც ჩამოიტვირთება. ყველაფერს თავისი წესი აქვს, ხელფასი რომ არ ჰქონდათ, უნდა მისულიყვნენ და განცხადება დაეწერათ. ამას ვეუბნებოდი, მაგრამ არ მისმენდნენ. მეც ორი თვის ხელფასი მაქვს ასაღები, მაგრამ არ ვნერვიულობდი, იმიტომ, რომ ვიცოდი, ავიღებდით“, - ამბობს „დემირიოლსერვისის“ წარმომადგენელი ახალქალაქი-მარაბდას მონაკვეთზე მურად ბუიძე.

თავად გაფიცული მუშები ამბობენ, რომ მსგავს შეთანხმებაზე არ წასულან და სამუშაოებს მანამდე არ დაუბრუნდებიან, სანამ ხელფასი არ დაერიცხებათ: „ერთ ჟურნალისტთან თქვეს, ხვალ ორ საათამდე სამი თვის ხელფასს ავუნაზღაურებთო. მეორეს უთხრეს, ხვალ ერთი თვის იქნება და დანარჩენი მერეო. აღარ ვენდობით, ხვალ ავალთ და დაველოდებით, როცა ხელფასი ბოლომდე ჩაირიცხება. მერე დავიწყებთ მუშაობას“, - ამბობს ერთ-ერთი მუშა.

ახალქალაქში რკინიგზაზე დასაქმებული მუშები ბოლო სამი კვირის განმავლობაში მეოთხედ გაიფიცნენ. ამჯერად მათ რკინიგზის ლიანდაგი გადაკეტეს და თურქეთიდან შემოსულ სატვირთო მატარებელს გზის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.

ახალქალაქში გაფიცულ მუშებს კომპანია დაჰპირდა, რომ ხელფასს 24 ივლისს აუნაზღაურებენ

ახალქალაქში გაფიცულ მუშებს კომპანია დაჰპირდა, რომ ხელფასს 24 ივლისს აუნაზღაურებენ

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში გაფიცულმა მუშებმა ოთხის ნაცვლად ერთი თვის ხელფასი მიიღეს
ახალქალაქში გაფიცულმა მუშებმა თურქეთიდან შემოსულ  მატარებელს გზა გადაუკეტეს [ფოტო/ვიდეო]
ახალქალაქში რკინიგზაზე დასაქმებული მუშები პროტესტს აგრძელებენ
ახალქალაქში რკინიგზაზე დასაქმებული მუშები ისევ გაიფიცნენ
ახალქალაქში მუშებმა გაფიცვა დაასრულეს
ახალქალაქში რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებული 65 მუშა გაიფიცა
ასპინძაში გაფიცულ მუშებს მხოლოდ ერთი თვის ხელფასი აუნაზღაურეს