FM97.5 / LIVE

ახალქალაქში გაფიცულმა მუშებმა ოთხის ნაცვლად ერთი თვის ხელფასი მიიღეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 12.07.2019
ახალქალაქში, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე დასაქმებულ მუშებს, ერთი თვის ხელფასი აუნაზღაურეს, თანამშრომლები პროტესტს აგრძელებენ.

ახალქალაქში გაფიცულმა მუშებმა ოთხის ნაცვლად ერთი თვის ხელფასი მიიღეს

დღეს, 12 ივლისს, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე დასაქმებულ მუშებს მხოლოდ ერთი თვის ანაზღაურება მისცეს. თანამშრომლები კი ოთხი თვის დავალიანების დაფარვას ითხოვდნენ.

„დღეს, 6 საათი ხდებოდა რომ ჩაგვერიცხა, მხოლოდ ერთი თვის. არადა თებერვლის მერე ხელფასი არ აგვიღია. გვითხრეს სრულად აგინაზღაურებთო, მაგრამ, მოგვატყუეს. ხვალ, კიდევ გვინდა კომპანიის წამომადგენლებთან შეხვედრა. ჩვენც ცოდოები ვართ, კრედიტები გვაქვს და ხელფასს ვერ ვიღებთ, რომ გადავიხადოთ“, - ამბობს ერთ-ერთი მუშა.

მუშები ამბობენ, რომ გაფიცვას იქამდე აგრძელებენ, ვიდრე სახელფასო დავალიანებას მოლომდე არ აუნაზღაურებენ.

სამშენებლო კომპანია „დემირიოლსერვისის“ ახალქალაქი-კარწახის უბნის უფროსი, მურად ბუაძე ამბობს, რომ თანამშრომლები ხელფასს ეტაპობრივად მიიღებენ: „მე ვიცი, რომ დაერიცხათ. ერთი თვე ხომ მიიღეს, დანარჩენ თვეებსაც მიიღებენ. მეც მაგათნაირი თანამშრომელი ვარ“, - ამბობს ბუაძე.

ახალქალაქში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე დასაქმებული მუშები პროტესტის ნიშნად, სამ ივლისს გაიფიცნენ. მათ ოთხი თვის ხელფასი არ მიუღიათ. კომპანიის ხელმძღვანელობის დაპირების შემდეგ, თანამშრომლები სამუშაოზე ხუთ ივლისს დაბრუნდნენ, 10 ივლისს კი გაფიცვა ისევ გააგრძელეს. მუშები ოთხთვიან დავალიანებას აპროტესტებენ.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალქალქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში რკინიგზაზე დასაქმებული მუშები ისევ გაიფიცნენ
ახალქალაქში გაფიცულმა მუშებმა თურქეთიდან შემოსულ  მატარებელს გზა გადაუკეტეს [ფოტო/ვიდეო]
ახალქალაქში გაფიცულ მუშებს კომპანია დაჰპირდა, რომ ხელფასს 24 ივლისს აუნაზღაურებენ
ახალქალაქში რკინიგზაზე დასაქმებული მუშები პროტესტს აგრძელებენ
ახალქალაქში რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებული 65 მუშა გაიფიცა
ახალქალაქში მუშებმა გაფიცვა დაასრულეს
ახალქალაქიში რკინიგზაზე დასაქმებულმა მუშებმა პროტესტი შეწყვიტეს