FM97.5 / LIVE

ვიზიტორები 101 ქვეყნიდან – როგორია სამცხე-ჯავახეთის ტურისტული პოტენციალი

მთავარისიახლე, საზოგადოება 23.07.2019
სამცხე ჯავახეთში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრები სულ 2 ადგილზე - ბორჯომსა და ახალციხეშია. როგორ იკვალავენ გზას ტურისტები სამცხე-ჯავახეთში? როგორ არჩევენ, რა მოინახულონ და რა განაპირობებს მნიშვნელოვანი ტურისტული ადგილების ნაკლებ პოპულარობას?

ვიზიტორები 101 ქვეყნიდან – როგორია სამცხე-ჯავახეთის ტურისტული პოტენციალი

დასი და ოსკარი საქართველოში პირველად არიან. ისინი აქ ლატვიიდან ჩამოვიდნენ. გეზი, პირველ რიგში, ახალციხისკენ აიღეს და რაბათის ციხეს ესტუმრნენ. აქ ისინი გიდის დახმარებით ორიენტირებენ და ახალციხის მონახულებაც მისი რჩევით გადაწყვიტეს.

„ახალციხის შესახებ აქამდეც ვიცოდით. ინტერნეტში ხშირად ვათვალიერებთ საქართველოს და ყველა ცნობილი ადგილი ვიცით. ჩვენთვის საქართველო ცნობილია, როგორც მულტიკულტურული და სტუმართმოყვარე ქვეყანა, ლატვიაში ამის შესახებ ყველამ იცის. ამიტომ გადავწყვიტეთ საქართველოს მონახულება,“ - გვიყვება ოსკარი.

ვიზიტორები 101 ქვეყნიდან – როგორია სამცხე-ჯავახეთის ტურისტული პოტენციალი

აქედან სად წავლენ, ჯერ ზუსტად არ იციან, რადგან უამრავი არჩევანი აქვთ, დრო კი - არც ისე ბევრი. ამიტომ არჩევანის გაკეთებაშიც რომ მეტი დრო არ დახარჯონ, ისევ გიდის რჩევას გაითვალისწინებენ. შემდეგი გაჩერება, სავარაუდოდ, ვარძია იქნება.

ახალციხის ციხეზე უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. 2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 2019 წლის პირველ კვარტალში 28%ით გაიზარდა ვიზიტორთა რაოდენობა. ვიზიტორთა ზრდის პარალელურად, აუცილებელი ხდება ისეთი სერვისების დანერგვა, რომელიც ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების უფრო მეტ ზრდას და ასევე – დამსვენებლების კომფორტს.

გიორგი ბერიძე ახალციხის ციხის გიდია. მისი თქმით, რეგიონის ტურისტული პოტენციალის გაზრდისთვის, აუცილებელია, რომ ცნობადი გახდეს უფრო მეტი ადგილი სამცხე-ჯავახეთში. ის, ასევე, აქცენტს აკეთებს რეგიონში ისეთი ადგილობრივი ტურისტული კომპანიების არარსებობაზე, რომლებიც ვიზიტორებს შესთავაზებენ ტურებს და იმ ადგილების მონახულებას, რომლებიც ნაკლებადაა პოპულარული.

„ტურისტები მოყავთ კომპანიებს, რომლებსაც წინასწარ განსაზღვრული მარშრუტი აქვთ და ჩვენ ვერ ვთავაზობთ მათ სხვა ადგილების მონახულებას, რაც კარგი იქნებოდა ჩვენი რეგიონის ისეთი ადგილების პოპულარიზაციისთვის, რომელიც ნაკლებადაა ცნობილი ტურისტებისთვის“ - ამბობს გიორგი.
გასულ წელთან შედარებით, ვიზიტორთა რაოდენობა გაზრდილია ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზეც.

ჯავახეთის დაცული ტერიტორიების დირექტორის, თამაზ კარაპეტიანის აზრით, ვიზიტორთა რაოდენიბის ზრდა ბუნებრივია, რადგან, განვითარებასთან ერთად, უფრო მეტად ცნობადი ხდება რეგიონი.

„ტურისტული კომპანიები ხშირად ერიდებიან ტურისტების ისეთ ადგილებში გადამისამართებას, სადაც მათ ორიენტირება გაუჭირდებათ. ამიტომ, სანამ გიდი-რეინჯერი გვეყოლებოდა, ნაკლებად თანამშრომლობდნენ ჩვენთან. ახლა მანქანაც გვყავს, რომელიც ტურისტებს მომსახურებას უწევს. რაც უფრო მეტად „გავიზრდებით“, ბუნებრივია, ტურისტებიც დაინტერესდებიან, რადგან აქ ძალიან ბევრი ადგილია, რომელიც ნებისმიერი ეროვნების ტურისტში ინტერესს გამოიწვევს.“ - ამბობს თამაზ კარაპეტიანი.

ახალციხის ციხის უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 2018 წლის 2 კვარტლის (იანვარი–ივნისი) მონაცემებით 27482–ს შეადგენდა. ხოლო 2019 წელს პირველ 2 კვარტალში ახალციხის ციხეს 35124 უცხოელი დამთვალიერებელი ეწვია. ბოლო 2 წლის განმავლობაში კი ახალციხის ციხე 101 ქვეყნის წარმომადგენელმა დაათვალიერა.

[რობიზონ ზარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა შემცირდა
სააგენტო: დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა
ახალციხის ციხეს 2019 წელს 159 828 ვიზიტორი ესტუმრა
ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს 7 თვეში 1 283 ვიზიტორი ესტუმრა
”ტურისტებს მარტო მშენებლობებით  ვერ მოვიზიდავთ”
2018 წელს ‘ახალციხის ციხეს’ 152 752 ვიზიტორი ესტუმრა
მარტში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა  4.3%-ით გაიზარდა