FM97.5 / LIVE

აგარების მონასტრამდე მისასვლელ გზაზე გადაადგილება შეზღუდულია

მთავარისიახლე, საზოგადოება 22.07.2019
ახალციხეში, ურავლის ხეობაში, აგარების მონასტრამდე მიმავალი გზა დაკეტილია. აქ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მონასტრამდე მისვლა შემოვლითი გზითაა შესაძლებელი.

აგარების მონასტრამდე მისასვლელ გზაზე გადაადგილება შეზღუდულია

სოფელ ურავლიდან აგარების მონასტრამდე მისასვლელ გზას რეაბილიტაცია უტარდება, რის გამოც, შპს „მშენებელი 2012“-ს გზის მონაკვეთი გადაკეტილი აქვს. შესაბამისად, მონასტრამდე მისვლა მსურველებს შემოვლითი გზებით შეუძლიათ.

ორი შემოვლითი გზიდან ერთ–ერთი შპს "წიფორა სამცხის" მახლობლად მდებარეობს, ხოლო მერე ურაველში სასაფლაოებიდან ნასოფლარ ენთელზე გადასავლელი გზაა.

„შესაძლებელია, შემოვლით გზებზე დაბალი გამავლობის მანქანა ვერ გავიდეს, მაგრამ მაღალი გამავლობის მანქანა გავა“, – გვითხრეს ახალციხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო. პროექტის ღირებულება 1 487 718 ლარია. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, გზის მონაკვეთი ოთხი კილომეტრი და 800 მეტრია. სამუშაოები 2019 წლის 27 სექტემბერს უნდა დასრულდეს.

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აგარების მონასტერამდე მისასვლელი გზის მშენებლობა დაიწყო
აგარის მონასტრამდე მისასვლელ გზაზე ბეტონის საფარი იგება [R]
აგარების მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია იწყება
გიორგი კვირიკაშვილი:  საფარის მონასტრამდე მისასვლელი გზა მნიშვნელოვანია ბევრი თვალსაზრისით
ურაველში ჩახერგილი გზის რეაბილიტაცია დაიწყეს
წელს აგარის მონასტრამდე მისასვლელი გზის ნაწილი მოასფალტდება
ჭვინთასა და ელიაწმინდამდე მისასვლელ გზას რეაბილიტაცია უტარდება