FM97.5 / LIVE

დაბადება-გარდაცვალების სტატისტიკა სამცხე-ჯავახეთში [ინფოგრაფიკა]

მთავარისიახლე, საზოგადოება 20.07.2019
ბოლო ოთხ წელში, სამცხე–ჯავახეთში 6 570 პირი დაიბადა, 7 520 კი გარდაიცვალა. წლების მიხედვით, სტატისტიკა იცვლება, თუმცა მნიშვნელოვნად – არა.

დაბადება-გარდაცვალების სტატისტიკა სამცხე-ჯავახეთში [ინფოგრაფიკა]
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, 2015 წლის იანვრიდან, 2019 წლის მარტის ჩათვლით, რეგიონში გარდაცვლილთა რაოდენობა მნიშვნელოვნად არ გაზრდილა.

შობადობის სტატისტიკა

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, რეგიონში 6 570 ბავშვი დაიბადა, რაც ამავე პერიოდში გარდაცვლილთა რაოდენობასთან შედარებით 950–ით ნაკლებია.

უფრო კონკრეტულად კი, 2015 წლის იანვრიდან, 2019 წლის მარტის ჩათვლით, ადიგენში 75 ჩვილია დაბადებული, ხოლო ასპინძაში -ერთი, რაც აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში დაბადებული ბავშვების სრული სურათი არ არის, რადგან, აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში სამშობიარო განყოფილებები არ არის და აქ მცხოვრები ადამიანიები ამ მომსახურებას, ახალციხის სამედიცინო დაწესებულებებში ან სხვა ქალქებში იღებენ.

რაც შეეხება რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებს, გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, ნინოწმინდაში ყველაზე ცოტა – 147 ბავშვი 2018 წელს დაიბადა, ყველაზე მეტი – 201 კი, 2016 წელს. მიმდინარე წლის პირველი სამი თვის მონაცემებით, აქ 26 ბავშია დაბადებული.
ბორჯომში ყველაზე მეტი – 229 ბავშვი 2015 წელს დაიბადა, ყველაზე ცოტა – 218 კი, 2016 წელს. მიმდინარე წლის მონაცემებით აქ 25 ბავშვია დაბადებული.

ახალქალაქში ყველაზე ცოტა – 406 ბავშვი 2017 წელს დაიბადა, ხოლო ყველაზე მეტი – 456, 2016 წელს. მიმდინარე წელს 72 პირია დაბადებული.

რაოდენობის მიხედვით, რეგიონში, აღნიშნული წლების განმავლობაში, ყველაზე მეტი ბავშვი ახალციხეშია დაბადებული. აქ ყველაზე ცოტა – 697 პირი 2018 წელს, ხოლო ყველაზე მეტი – 760 ბავშვი 2017 წელს დაიბადა. მიმდინარე წლის მარტის ჩათვლით კი, ახალციხეში 160 ადამიანია დაბადებული.



ასპინძის მუნიციპალიტეტში, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ყველაზე მეტი – 119 ადამიანი 2015 წელს გარდაიცვალა, ყველაზე ცოტა – 90 კი, 2017 წელს. მიმდინარე წლის მარტის ჩათვლით 25 ადამიანია გარდაცვლილი.

რაც შეეხება ადიგენს, გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2015 წელსაა აღრიცხული – 197 ადამიანი, ყველაზე ნაკლები კი, –2018 წელს - 136 პირი. მიმდინარე წლის იანვრის, თებერვლისა და მარტის მონაცემებით, ადიგენში 32 ადამიანია გარდაცვლილი.
ნინოწმინდაში ყველაზე მეტი – 247 ადამიანი 2018 წელს გარდაიცვალა, ყველაზე ცოტა – 2017 წელს - 211; მიმდინარე წლის მონაცემებით, 60 ადამიანია გარდაცვლილი.

ბორჯომში, ყველაზე მეტი – 401 ადამიანი 2015 წელს გარდაიცვალა, ხოლო ნაკლები, 2017–18 წლებში, 320–320 ადამინია გარდაცვლილი. მიმდინარე წლის მარტის ჩათვლით, აქ 79 ადამიანია გარდაცვლილი.

გარდაცვლილთა რაოდენობის მიხედვით, შემდეგი მუნიციპალიტეტი ახალქლაქია, სადაც ყველაზე მეტი – 471 ადამიანი 2016 წელს, ხოლო ყველაზე ნაკლები – 423 პირი, 2018 წელს გარდაიცვალა. მიმდინარე წელის, მარტის მონაცემებით, აქ 94 ადამიანია გარდაცვლილი.
ახალციხის მუნიციპალიტეტში, გარდაცვლილთა რაოდენობის მიხედვით, 2015 წლის იანვრიდან 2019 წლის მარტის ჩათვლით, 2039 ადამიანი გარდაიცვალა. აქედან ყველაზე ცოტა – 475 ადამიანი 2016 წელს გარდაიცვალა, ყველაზე მეტი – 487 კი, 2018 წელს. მიმდინარე წლის მარტის ჩათვლით კი ახალციხეში 114 ადამიანია გარდაცვლილი.

საბოლოოდ კი რეგიონში 2015 წლის იანვრიდან, 2019 წლის მარტის ჩათვლით, 7520 ადამიანი გარდაიცვალა.



[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რამდენი ბავშვი დაიბადა 2018 წელს სამცხე–ჯავახეთში
სამცხე–ჯავახეთში ოთხ წელში ავარიების შედეგად 46 ადამიანი გარდაიცვალა [ინფოგრაფიკა]
186 ქვეყნიდან კორონავირუსით ყველაზე მეტი იტალიაში გარდაიცვალა
კორონავირუსით მსოფლიოში სამ მილიონზე მეტი დაინფიცირდა
29 მარტის  მონაცემებით კორონავირუსს 199 ქვეყანა ებრძვის
მსოფლოში კორონავირუსით 200 000–ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა

COVID 19 – ით ყველაზე მეტი ინფიცირებული ამერიკაშია