FM97.5 / LIVE

'რა ვერ გაიყვეს, არ ვიცი' - ასპინძელები მომხდარი მკვლელობის დეტალებზე

მთავარისიახლე, სამართალი 16.07.2019
ასპინძაში მოკლული 53 წლის კაცი და მკვლელობაში ბრალდებული, დაბაში კორპუსების სადარბაზოების რეაბილიტაციაზე მუშაობდნენ. ადგილობრივების ნაწილი ამბობს, რომ მათ შორის შელაპარაკება თანხის გამო მოხდა, ნაწილისთვის კი მკვლელობის მოტივი გაურკვეველია.

'რა ვერ გაიყვეს, არ ვიცი' - ასპინძელები მომხდარი მკვლელობის დეტალებზე

53 წლის კაცის ცხედარი, ახალციხის რაიონული პროზექტურიდან, ასპინძაში საკუთარ საცხოვრებელ სახლში დღეს, 16 ივლისს, დღის მეორე ნახევარში გადაასვენეს.

ამ დროისათვის, ექსპერტიზის პასუხი უცნობია, თუმცა, როგორც შემთხვევის დროს, ადგილზე მისულმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დააფიქსირა, გარდაცვლილს ცივი იარაღით ოთხი ჭრილობა გულმკერდისა და მუცლის არეში აქვს მიყენებული.

გარდაცვლილის მეზობლები ამბობენ, რომ მკვლელობაში ბრალდებული ასპინძის ერთ–ერთი სოფლიდან არის და დაბაში ბიძასთან სამუშაოდ იყო ჩამოსული. იგი გარდაცვლილთან ერთად, სადარბაზოების რეაბილიტაციაზე მუშაობდა და თითქმის ყოველ დღე ერთად იყვნენ. „სულ ერთად იყვნენ, ერთად სვამდნენ, ერთმანეთთან მიდი–მოდიოდნენ, წუხელ რა მოხდა და რა ვერ გაიყვეს, არ ვიცი. გავიგეთ, რომ მოუკლავს,“ – ამბობს ერთ–ერთი მეზობელი.

ადგილობრივების ვარაუდით, გარდაცვლილი და ბრალდებული ერთმანეთს სხვაგან შეეკამათნენ, მოგვიანებით კი, ბრალდებული მსხვერპლთან სახლში მივიდა: „ასე თქვეს, მანამდე უკამათიათ ერთმანეთში. მერე მისულა, დანით დაუჭრია და პოლიციაშიც თავისი ფეხით გამოცხდებულა“.

„ორივე წყნარი და მშვიდი ადამიანი იყო. მეზობელი ვარ და მართლა არ გამიგია მაგათი ჩხუბი. დილით თქვეს ასეთი ამბავიაო და ძალიან გამიკვირდა. მართლა არ ვიცი, რა შეიძლებოდა გამხდარიყო მკვლელობის მიზეზი“, – გვეუბნება გარდაცვლილის მეზობელი დარეჯან გვირჯიშვილი.

იმ სადარბაზოში, სადაც გარდაცვლილი და მკვლელობაში ბრალდებული მუშაობდნენ, დღეს დილიდან სამუშაოები შეწყდა: „მათთან ერთად მესამეც მუშაობდა. დილით დავინახე, მოვიდა და ისევ წავიდა, არ გაუგრძელებია მუშაობა“, – გვითხრეს გვერდით სადარბაზოს რეაბილიტაციაზე დასაქმებულმა მუშებმა. ისინი ამბობენ, რომ მკვლელობაში ბრალდებულსა და გარდაცვლილს არ იცნობენ და არც მკვლელობის შესახებ იციან რამე.

მათგან განსხვავებით, გარდაცვლილსა და ბრალდებულს იცნობენ მრავალსართულიან კორპუსში მცხოვრებლები. ერთ–ერთი მათგანი ეჭვობს, რომ შესაძლოა, მკვლელობის მიზეზი ვალი გამხდარიყო: “გავიგონე, ბრალდებული რომ ამბობდა, ბ.მ–ს ფული აქვს მოსატანი, დამიგვიანა და აღარ მაძლევსო. მგონი მაგაზე შეკამათებიან ერთმანეთს და მაგის გულისთვის ხომ არ მოკლა“.

ასპინძაში სადარბაზოების რეაბილიტაციას შპს „მშენებელი 2004“ ახორციელებს. მომხდარის მიზეზი გაურკვეველია მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელისთვისაც. მირიან ბალახაშვილი ამბობს, რომ გარდაცვლილი და ბრალდებული 10 დღეა, რაც ამ სამუშაოებზე არიან დასაქმებული, თუმცა მათ შორის დაპირისპირება არასდროს შეუმჩნევია.

„თვითონ გარდაცვლიმა მოიყვანა სამუშაოზე ბრალდებული. თავიანთ საქმეს კარგად აკეთებდნენ. ორივე წყნარი და მშვიდი პიროვნება იყო და ზედმეტი არაფერი შემიმჩნევია. დღეს დილას გავიგე ეს ამბავი და გაკვირვებული ვარ – რატომ უნდა მოეკლა, ვერ ვხვდები. შეიძლება, რამე ძველი ამბებია“, – ამბობს მირიან ბალახაშვილი.

ასპინძაში მკვლელობა გუშინ, 15 ივლისს, დაახლოებით საღამოს 21:00 საათზე მოხდა. 48 წლის ბ.გ.-მ 53 წლის ბ.მ. ცივი იარაღით მოკლა.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცველებმა ბ.გ. დააკავეს.

შსს–მ საქმეზე ძიება სსკ–ს 108–ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დაკავებული ბრალს აღიარებს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

'რა ვერ გაიყვეს, არ ვიცი' - ასპინძელები მომხდარი მკვლელობის დეტალებზე

[ლუბა გიორგაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასპინძაში მკვლელობა მოხდა
ვარკეთილში განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის ბრალდებული ახალციხეში დააკავეს
ასპინძაში ქმარმა ცოლი მოკლა
ასპინძაში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთს დღეს შეუფარდებენ
ასპინძაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
ფოკაში 33 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულს სახლი და მანქანები დაუწვეს
ასპინძაში მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს