FM97.5 / LIVE

ახალციხეში სადაზღვევო კომპანია 'ირაოს' ოფისი გაიხსნა

მთავარისიახლე, საზოგადოება 11.07.2019
ახალციხეში სადაზღვევო კომპანია „ირაოს“ რეგიონულმა ოფისმა ფუნქციონირება დაიწყო. მისი ოფიციალური გახსნის ცერემონია დღეს, 11 ივლისს, გაიმართა.

ახალციხეში სადაზღვევო კომპანია 'ირაოს' ოფისი გაიხსნა

ახლადგახსნილი ფილიალი მთელს სამცხე-ჯავახეთს მოემსახურება. გახსნის ცერემონიაზე ცენტრალური და ადგილობრივი ოფისების, ახალციხის მერიისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

„ირაოს“ ახალციხის ოფისი მსურველებს მომსახურების სრულ პაკეტს სთავაზობს. მომსახურება გათვლილია, როგორც კერძო პირებზე, ასევე ბიზნეს სექტორზე. ადგილზე შესაძლებელი იქნება ქონების, ჯანმრთელობის, ავტომობილების დაზღვევა.

ოფისში, ამ ეტაპზე, სამი თანამშრომელი იმუშავებს. მისი მმართველი გურამ ჯინჭველაძე იქნება: „ რეგიონის მოსახლეობას ყველა იმ სადაზღვევო პროდუქტს ვთავაზობთ, რაც მომხმარებელს სჭირდება. იქნება შეთავაზებები ბიზნესისთვის, მორგებული როგორც მსხვილ, ასევე წვრილ ბიზნესებზე. ეს არის სტანდარტული და ინდივიდუალური შეთავაზებები. უკვე გვყავს მომხმარებლები, ქონების, ბინების დაზღვევის სეგმენტში“, - ამბობს გურამ ჯინჭველაძე.

სადაზღვეო კომპანია „ირაო“ 2004 წელს დაარსდა. 2011 წელს იგი სრულად შეისყიდა ავსტრიის უდიდესმა კომპანიამ „ვენის სადაზღვევო ჯგუფმა“.

„ვენის სადაზღვევო ჯგუფი“ – ეს არის კომპანია, რომელსაც დაახლოებით 200 წლის ისტორია აქვს, რომელიც 25 ქვეყანაში, 50-ზე მეტ კომპანიას ფლობს და რომელშიც მუშაობს 25 000 ადამიანი. ამ ჯგუფის შემოსავალი 10 მილიარდ ევრომდეა და უდიდესი შესაძლებლობების ჯგუფია. „ირაო“ მისი ნაწილია და დღეიდან ახალციხე და სამცხე-ჯავახეთიც ამ დიდი ჯგუფის ერთი ნაწილია“, - განმარტავს სადაზღვევო კომპანია „ირაოს“ ფინანსური დირექტორი რამაზ ხვიჩია.

ახალციხეში სადაზღვევო კომპანია 'ირაოს' ოფისი გაიხსნა

ახალციხეში სადაზღვევო კომპანია 'ირაოს' ოფისი გაიხსნა

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ანაზღაურება ზარალისთანავე - ალდაგის ახალი აგროდაზღვევა ®
დღეიდან სადაზღვევო პოლისების დარიგება დაიწყო

წინასაარჩევნოდ  გააქტიურებული დაზღვევის თემა
სრიალის დაზღვევა - მორიგი სიახლე თიბისი დაზღვევისგან®
მძღოლები, რომლებსაც ავარია არ დაუფიქსირდებათ, შეღავათებით ისარგებლებენ
თიბისი დაზღვევა - ლიდერი ავტოდაზღვევის საცალო ბაზარზე ®